რას პასუხობს გიორგი მიქაუტაძე: ჰყავს თუ არა შეყვარებული, რატომ არ საუბრობს პოლიტიკაზე და სხვა საინტერესო ამბები | Allnews.Ge

რას პასუხობს გიორგი მიქაუტაძე: ჰყავს თუ არა შეყვარებული, რატომ არ საუბრობს პოლიტიკაზე და სხვა საინტერესო ამბები

მისი საფირმო ფრაზა - "მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი" ცოტა ხნის წინ მთელმა საქართველომ აიტაცა. ქართველებსაც უყვართ ბომბარდირი - ბიჭი დაუვიწყარი ღიმილით, "გატეხილი" ქართულითა და წარმოუდგენელი ნიჭით - დღეს გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუს ფრაგმენტებს შემოგტავაზებთ. ფეხბურთელმა გულშემატკივრების კითხვებს "GeoTeam"-ის არხზე უპასუხა.

გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ დაახასიათე საკუთარი თავი 3 სიტყვით:

-ღიმილიანი, პროფესიონალი, მოტივირებული.

რა არის შენთვის ყველაზე უტაქტო კითხვა:

-არ მიყვარს, როცა პოლიტიკაზე მეკითხებიან. მე ფეხბურთელი ვარ და ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო.

სამი ადამიანი, ვისაც ყველაზე ხშირად ელაპარაკები:

-ჩემი ოჯახი, ჩემი ამხანაგი და საბა საპანაძე.

შენი საყვარელი ქართული კერძი:

-ხინკალი მიყვარს ყველაზე ძალიან.

შენი ცხოვრების მთავარი მიზანი:

-მინდა, რომ მყავდეს ოჯახი და ბევრი შვილი.

გვაღირსე მთელს საქართველოს პასუხი - გყავს თუ არა შეყვარებული?

-არა, შეყვარებული არ მყავს.

რას ნიშნავს შენთვის, იყო ქართველი:

-ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ.

იხილეთ სრულად