როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? როგორ გრძნობს თავს? - საქართველოში შემოყვანილი ცხოველის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: რას წერს ზოოპარკი | Allnews.Ge

როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? როგორ გრძნობს თავს? - საქართველოში შემოყვანილი ცხოველის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: რას წერს ზოოპარკი

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი მათ­თან მიყ­ვა­ნი­ლი ლო­მის ბოკ­ვრის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

“ამ­ბა­ვი თან­მიმ­დევ­რუ­ლად და დე­ტა­ლუ­რად“, - წერს ზო­ო­პარ­კი და ყვე­ლა იმ კი­თხვას სცემს პა­სუ­ხის, რო­მე­ლიც ამ ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდა.

რო­გორ მოხ­ვდა ლო­მის ბოკ­ვე­რი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში?

26 დე­კემ­ბერს, დი­ლით ლაშა ბე­ქა­ურ­მა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ლო­მის ბოკ­ვე­რი მო­იყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის თან­დას­წრე­ბით ზო­ო­პარკს გად­მოს­ცა.

რო­გორ გრძნობს თავს ბოკ­ვე­რი?

ზო­ო­პარ­კის ვე­ტე­ქი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით ცხო­ველს კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა და რა­ქი­ტის ნიშ­ნე­ბი აქვს. გარ­და ამი­სა, აღე­ნიშ­ნე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დის­გან მო­შო­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნის შე­დე­გია. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თით­ქმის ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, იქ­ნე­ბა ის სა­ზღვარ­ზე თუ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მორ­თმე­უ­ლი, ზო­ო­პარკში ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მით შე­მო­დის და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ მათ­განს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი ესა­ჭი­რო­ე­ბა.მოყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ბოკ­ვრის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. სა­ჭი­რო გახ­და ინ­ტენ­სი­უ­რი ჩა­რე­ვა და ჩვე­ნი ვე­ტე­ქი­მე­ბის რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად ცხო­ვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა დას­ტა­ბი­ლურ­და. ამ­ჟა­მად თავს უკეთ გრძნობს, მაგ­რამ გარ­კვე­ულ მკურ­ნა­ლო­ბას მა­ინც სა­ჭი­რო­ებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ტე­ქი­მე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

აქვს თუ არა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს ცხო­ვე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის უფ­ლე­ბა?

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­ზე. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბულ, კერ­ძო პი­რის ან კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ ცხო­ვე­ლებ­ზე ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა. ზო­ო­პარკს არ აქვს ცხო­ვე­ლე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის უფ­ლე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­როა. ცხო­ვე­ლის სა­ზღვარ­ზე გად­მოყ­ვა­ნას სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რი აკონ­ტრო­ლებს.სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ ეს ცხო­ვე­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით, დრო­ე­ბით შე­ნახ­ვა­ზე გად­მოჰ­ყავთ თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში. სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს ან შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცხო­ვე­ლი ზო­ო­პარკში რჩე­ბა.

რამ­დე­ნად ხში­რად მოჰ­ყავთ ზო­ო­პარკში ჩა­მორ­თმე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი?ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ამ გზით მოხ­ვდა 5 დათ­ვი, 2 მა­კა­კა, წავი, თუ­თი­ყუ­შე­ბი და მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი, კერ­ძო პი­რე­ბის ხელ­ში უკა­ნო­ნოდ მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბი, ზო­ო­პარკში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­იყ­ვა­ნა.

გვჭირ­დე­ბო­და თუ არა ზო­ო­პარკში ახა­ლი ლომი?

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კო­ლექ­ცი­ის გეგ­მა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, რა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლი უნდა გვყავ­დეს, რის­თვის და რამ­დე­ნი. ჩა­მორ­თმე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი ზო­ო­პარ­კის­თვის ყო­ველ­თვის დიდი პრობ­ლე­მაა და ამ­გვა­რი „სი­ურპრი­ზე­ბი“ და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლე­ებს გვიქ­მნის, რად­გან წი­ნას­წარ არ ვი­ცით, რა სა­ხე­ო­ბა იქ­ნე­ბა, რა ასა­კის, რა სქე­სის და ა.შ. მა­გა­ლი­თად, ახლა სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვით მზად ლო­მის მი­სა­ღე­ბად. ამ­გვარ შემ­თხვე­ვებ­ში არ გვაქვს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა (იგუ­ლის­ხმე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და კე­თილ­მო­წყო­ბა, კვე­ბა, სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი და ა.შ.), გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვვარ­დე­ბით და იძუ­ლე­ბულ­ნი ვხდე­ბით, მი­ვი­ღოთ ცხო­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სხვა ინ­სტი­ტუ­ცია, სა­დაც მისი და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს ცხო­ვე­ლე­ბი გან­წი­რუ­ლე­ბი არი­ან და მათი მო­მა­ვა­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

და, ბო­ლოს...კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ცხო­ვე­ლი არ არის სა­თა­მა­შო. მა­ში­ნაც კი, როცა ოჯა­ხი ძაღ­ლის, კა­ტის, თუ­თი­ყუ­შის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის აყ­ვა­ნას გეგ­მავს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ყვე­ლა ფაქ­ტო­რი: ის, რომ ცხო­ველს სჭირ­დე­ბა მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, კვე­ბა, ვეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა.

გვაქვს კი ამ ყვე­ლაფ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა?ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხი ვე­ღარ უვ­ლის ცხო­ველს და უწევს მისი გა­ჩუ­ქე­ბა ან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბა.გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ... ჩვენ, ადა­მი­ა­ნებს, ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ცხო­ველს აქვს ინ­ტე­ლექ­ტი, ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გარ­თო­ბის მიზ­ნით აყ­ვა­ნი­ლი და თა­ვი­დან მო­შო­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ბედი ყო­ველ­თვის ტრა­გი­კუ­ლია.

ლო­მის ბოკ­ვე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ორგზის ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ძი­უ­დო­ში, ლეშა ბე­ქა­ურ­მა მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო “ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ვი­დე­ოს გამო სპორ­ტსმე­ნი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ბოკ­ვე­რი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში მი­იყ­ვა­ნა.