2025 წლიდან შორ მანძილზე "მარშუტკებით" ვეღარ იმგზავრებთ - რა იცვლება ქვეყანაში საქალაქთაშორისო გადაყვანების კუთხით, მომავალი წლიდან | Allnews.Ge

2025 წლიდან შორ მანძილზე "მარშუტკებით" ვეღარ იმგზავრებთ - რა იცვლება ქვეყანაში საქალაქთაშორისო გადაყვანების კუთხით, მომავალი წლიდან

მიმ­დი­ნა­რე 2024 წელს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­დაყ­ვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტი დამ­ტკიც­და. მათი ამოქ­მე­დე­ბა კი 2025 წელს არის და­გეგ­მი­ლი.

ამ რეგ­ლა­მენ­ტებს შო­რის არის ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც, რო­მე­ლიც პრო­ცე­სიც ზო­გი­ერთ სად­გურ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია და ეს პრო­ცე­სი 2025 წელს უნდა დას­რულ­დეს.

კერ­ძოდ, ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს მძღო­ლის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცით, სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტით, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბით, მგზავ­რე­ბის მო­საც­დე­ლი სივ­რცით, ბაქ­ნე­ბი­თა და ა.შ. მო­თხოვ­ნე­ბი ყვე­ლა სად­გუ­რის­თვის მისი ზო­მი­სა და ტი­პის მი­ხედ­ვით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ ცვლი­ლე­ბებს, რო­მელ­თა ამოქ­მე­დე­ბაც მო­მა­ვალ წელს იგეგ­მე­ბა:

სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბასა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის­თვის მო­მა­ვა­ლი წლი­დან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. ნე­ბარ­თვის აღე­ბა 2025 წლის 1-ელ მარ­ტამ­დე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან, ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა აღარ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გარ­და ამი­სა, 2025 წლის 1-ლი მარ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­დის შემ­დე­გი ცვლი­ლე­ბე­ბი:

რე­ის­ში ვერ გავა ვერც ერთი მძღო­ლი, რო­მელ­საც სულ მცი­რე წე­ლი­წად­ში ერთხელ არ აქვს გავ­ლი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა;

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნას არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პირი, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა