ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - გარდაიცვალა 3 შვილის დედა, რომელსაც ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ტრაგედიის დეტალები | Allnews.Ge

ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - გარდაიცვალა 3 შვილის დედა, რომელსაც ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ტრაგედიის დეტალები

24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე, რო­მელ­საც ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ჭი­ა­თუ­რა­ში მა­მის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა თით­ქმის ერთი თვე კლი­ნი­კა­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­დი­კო­სე­ბი უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. 10 დე­კემ­ბერს გა­ლი­ნა კლი­ნი­კა­ში ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან არ უსა­უბ­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი წელს, ნო­ემ­ბერ­ში, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მით, ქმარ­მა ცოლს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. 27 დე­კემ­ბერს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ამ საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, მაგ­რამ რად­გან გა­ლი­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, პრო­ცე­სი გა­და­ი­დო. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბულს ბრალს და­უმ­ძი­მე­ბენ და მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ.

რო­გორ მოხ­და ტრა­გე­დია?!

"ფაქ­ტი ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხია. ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობ­და გა­ლი­ნა სამ შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან, თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად და ასე­ვე, იმ ერთ ოთახ­ში ცხოვ­რობს თე­მუ­რის დედ-მა­მაც. პა­ტა­რა ფიც­რუ­ლი სახ­ლი უდ­გათ...ეტყო­ბა თე­მუ­რი მთვრა­ლი იყო. თურ­მე იწვა ეს გოგო, გვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ღა­მის 11 სა­ა­თი და მთვრა­ლი ქმრის­თვის უთ­ქვამს, და­წე­ქი, და­ი­ძი­ნეო.

ის გაბ­რაზ­და, რო­გორ მე­უბ­ნე­ბი ამა­სო და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი თმებ­ში შე­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ბავ­შვე­ბიც შე­ეს­წრნენ ამას. უფ­რო­სი შვი­ლი 5 წლის არის, მე­ო­რე სამი წლის და პა­ტა­რა წლი­ნა­ხევ­რის. რო­გორც ვიცი, თე­მუ­რის დე­დამ და­რე­კა 112-ში და გა­მო­ი­ძა­ხეს მაშ­ვე­ლე­ბი, სა­ხან­ძრო, პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო. ყვე­ლა მალე მო­ვი­და და ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი დახ­ვდათ. ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, მაგ­რამ სულ დამ­წვა­რია გოგო. უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში... ამ­ბო­ბენ, სხე­უ­ლის 70 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქ­ვსო. ფილ­ტვე­ბიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს",- ამ­ბობ­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

რას ჰყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის და

მა­დო­ნა ნო­ზა­ძე(გარ­დაც­ვლი­ლის და) - სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორ მქონ­და იმე­დი, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის გაზ­რდას შეძ­ლებ­და, მაგ­რამ ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი 10 დე­კემ­ბერს მოხ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი გაზ­რდი­ლია, მას­ზე 9 წლით უფ­რო­სი ვარ. ჩემს კალ­თა­ში ეძი­ნა ხში­რად, სულ ჩემ­ზე იყო მო­წე­ბე­ბუ­ლი. ვერ გად­მოგ­ცემთ სი­ტყვე­ბით, რა დღე­ში ვართ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა