"24 წლის ირაკლი ბერად აღიკვეცა და მას ილია ეწოდა" - საინტერესო ცნობები პატრიარქზე, რომლის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა: ილია II ბავშვობიდან დღემდე
დღე, როდესაც 47 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან - ილია II ბავშვობიდან დღემდე
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
უწმინდესის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.
პატრიარქი, როგორც ერის სულიერი მამა და უპირობო ლიდერი, უკვე 47 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება.
ის არის მეთაური, რომლის სიტყვას ყოველთვის აქვს ფასი, ყველა კონფესიის, პროფესიის თუ თანამდებობის პირისთვის. გავლენაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდი აქვს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ერევა.
მოსაზრებას გამოთქვამს, მოუწოდებს, მიმართავს, მოითხოვს... უსმენენ და, როგორც წესი, უჯერებენ, უმეტესად მაინც.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში დაიბადა, (ახლანდელი ვლადიკავკაზი), გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. იხილეთ სრულად