"არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ასეთი თქმულება იყო" - მაკა შალიკაშვილი ვიდეოს შესახებ, სადაც ის იესოს, ღვთისმშობლისა და ნაძვის ხის შესახებ საუბრობს?
მსახიობი მაკა შალიკაშვილი საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შალიკაშვილი ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე, ნაძვის ხის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"როდესაც პატარა იესო დაიბადა და მას სდევნიდნენ, დედამ, მარიამმა ის წამოიყვანა, როდესაც მტერი მოსდევდა მოსაკლავად, ტრიალ მინდორზე იყვნენ და იქ მხოლოდ ერთი ნაძვის ხე იდგა. მათ ნაძვის ხეს შეაფარეს თავი. ამ დროს მოხდა სასწაული, ნაძვის ტოტები დაბლა დაეშვა და ყრმა იესო მტრისგან დაიფარა. აი, ეს არის ნაძვის ხე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა მაკა შალიკაშვილმა."პალიტრავიდეო" მაკა შალიკაშვილს დაუკავშირდა, როგორც მსახიობი ამბობს, მისი ნათქვამი დაამახინჯეს და ვიდეოდან სწორედ ის ნაწილი ამოჭრეს, სადაც ამბობს, რომ "ასეთი თქმულება არსებობს" და ის არაფერს ამტკიცებს.
"მე ვთქვი, რომ ასეთი თქმულება არსებობს, ასე დავიწყე ეს ისტორია. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი მოაშორეს. ბიბლიაც დაწერილია და სახარებაც. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ასეთი თქმულება იყო. ასეთი თქმულება რომ არის, ეს რა თქმა უნდა, ამოჭრილია... წაიკითხეთ ვრცლად