"ღამის შოუს" ბენდი 30 000, ნიკვაშვილის ორკესტრი 40 000, თიკა ჯამბურია და ირინა ბაირამაშვილი 13 100 - ვის რამდენს გადაუხდიან თბილისის საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის | Allnews.Ge

"ღამის შოუს" ბენდი 30 000, ნიკვაშვილის ორკესტრი 40 000, თიკა ჯამბურია და ირინა ბაირამაშვილი 13 100 - ვის რამდენს გადაუხდიან თბილისის საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე ambebi.ge-ზე რამ­დე­ნი­მე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო, მომ­ღერ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი უარს აცხა­დებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

ეს დღე­ე­ბი ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ თუ რა ბედი ეწე­ო­და 31 დე­კემ­ბრის ღა­მის გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტს. მისი ჩა­ტა­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იმი­ტომ დად­გა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ ეგო­ნა, რომ თბი­ლი­სის მე­რია შეკ­რებ­და მომ­ღერ­ლე­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლას თან­ხმდე­ბოდ­ნენ.თბი­ლი­სის მე­რი­ამ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­სა­მარ­თად თბი­ლი­სის მე­რი­ამ შპს ქეი ივენთს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და დე­და­ე­ნის ბაღ­შია და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი 875 112 ლარი ჯდე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რია იტო­ვებს უფ­ლე­ბას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დგომ მიმ­წო­დე­ბელ­თან შე­თან­ხმე­ბით შეც­ვა­ლოს ან და­ა­ზუს­ტოს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ზუს­ტი თა­რი­ღი, დრო და ად­გი­ლი, - ვკი­თხუ­ლობთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში.

მომ­ღერ­ლე­ბის სია კი, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვია. მათ უდი­დეს ნა­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს და ბევ­რის ამ სი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა.

მათ შო­რის არის თიკა ჯამ­ბუ­რია, რო­მე­ლიც ბენდთან და ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­თან იმ­ღე­რებს და ერთ კონ­ცერ­ტში შემ­სრუ­ლებ­ლებს 13 100 ლარს გა­და­უხ­დი­ან.

"რეზო და ბავ­შვე­ბის" ჰო­ნო­რა­რი 15 ათას ლარს შე­ად­გენს. ისი­ნი ორ კონ­ცერ­ტზე გა­მოვ­ლენ, რის­თვი­საც 30 ათას ლარს აი­ღე­ბენ. და­ნარ­ჩე­ნი მომ­ღერ­ლე­ბის სია, რომ­ლებ­მაც არ­ჩე­ვა­ნი მე­რი­ის კონ­ცერ­ტებ­ზე გა­ა­კე­თეს, ასე­თია

  • ან­სამ­ბლი „ჰე­რიო“ - 8500 ლარი;
  • "ღა­მის შოუს" ბენ­დი და წამ­ყვა­ნის ჰო­ნო­რა­რი - 30 000 ლარი;
  • „ელიტ ბენ­დი“ - 5000 ლარი;
  • ან­სამ­ბლი „გორ­დე­ლა“ - 15 000 ლარი;
  • Posutuve Band - 8000 ლარი;
  • ან­სამ­ბლი „რუს­თა­ვი“ - 15 000 ლარი;
  • „ელის ბენ­დი“ - 6000 ლარი;
  • ჯგუ­ფი „ბანი“ - 15 000 ლარი;
  • „ნა­ნოს ბენ­დი“ - 8000 ლარი;
  • Latino Boys - 7000 ლარი;
  • კვარ­ტე­ტი „ვივო“ - 2500 ლარი;
  • „ზუ­კას ბენ­დი“ - 9000 ლარი;
  • ჯგუ­ფი „ურსა“ - 46 460 ლარი;
  • „თბი­ლი­სუ­რი კვარ­ტე­ტი“ - 6000 ლარი;
  • ჯგუ­ფი Reggaeon - 25 500 ლარი;
  • Goofy Land - 30 000 ლარი;
  • ჯგუ­ფი „მიქსტუ­რა“ - 15 000 ლარი;
  • ჯგუ­ფი „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი“ - 15 000 ლარი;

იხილეთ სრულად