"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ..." - რა წერია ანგარიშში, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერი მადლობას იხდის, ოპოზიცია კი დასკვნას "უპრეცედენტოდ მკაცრს" უწოდებს | Allnews.Ge

"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ..." - რა წერია ანგარიშში, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერი მადლობას იხდის, ოპოზიცია კი დასკვნას "უპრეცედენტოდ მკაცრს" უწოდებს

"ეს ან­გა­რი­ში იმა­ზე უფრო მკაც­რია ვიდ­რე შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში. აქ უკვე მეტი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტია მოყ­ვა­ნი­ლი. ამ ან­გა­რი­შის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ფა­რუ­ლი და თა­ნას­წო­რი. ეს არის მთა­ვა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ ამ ან­გა­რი­ში­დან. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბულ იქნა და რო­მელ­მაც უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზე. მათ შო­რის სა­უ­ბა­რია არა­თა­ნას­წორ გა­რე­მო­ზე, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ,- ამის შე­სა­ხებ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა, ეუთო/ოდი­რის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეუთო/ოდი­რის დას­კვნა ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს."ეუთო/ოდი­რის­თვის აშ­კა­რა გახ­და ის დარ­ღვე­ვე­ბი და სქე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და არ­ჩე­ვე­ბის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე მკაც­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი ის გა­რე­მო, რო­მე­ლიც ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის იყო შექ­მნი­ლი, მათ თა­ვი­სუფ­ლად არ შე­ეძ­ლოთ ხმის მი­ცე­მა და მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ მათი არ­ჩე­ვა­ნის გამო, მათ­ზე გარ­კვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ქმე­დე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ასე­ვე სა­უ­ბა­რია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, მათ მი­მართ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნა­ზე და რა თქმა უნდა, ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვა­სა და ზე­წო­ლა­ზე. გარ­და ამი­სა, ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ რა ხდე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის დღის შემ­დეგ, რა ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა თუ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, რო­გორ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და­ვე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, ნე­გა­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ი­სა და სხვა უწყე­ბე­ბის ქმე­დე­ბე­ბიც.

ჩვენც კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეს კი­დევ ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს.მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი ცნო­ბი­ლი იყო, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ამ უკვე და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­ზეც ჩვენ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსა­უბ­რობ­დით“,- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია "ჩემი ხმის" წარ­მო­მად­გენ­ლის ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას თქმით, ეუთო/ოდირ­მა თქვა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არის პრობ­ლე­მა და რომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ­მა არ­ცერ­თმა უწყე­ბამ არ იმუ­შა­ვა ეფექ­ტი­ა­ნად.თო­ლო­რა­ი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიგ­ნე­ბებს ემ­თხვე­ვა.

"რე­ა­ლუ­რად, ეუთო/ოდირ­მა თქვა ის, რა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­უბ­რობ­დნენ და ეს კარ­გია, რე­ა­ლუ­რად ემ­თხვე­ვა ჩვენს მიგ­ნე­ბებს. რე­ა­ლუ­რად, ეუთო/ოდირ­მა თქვა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არის პრობ­ლე­მა და რომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ­მა არ­ცერ­თმა უწყე­ბამ არ იმუ­შა­ვა ეფექ­ტი­ა­ნად. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა, ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო თუ არა ლე­გი­ტი­მუ­რი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რო­მე­ლიც არ ვარ­გო­და და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ როლს არ ას­რუ­ლებ­დნენ - შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ პი­რო­ბებ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო“,- გა­ნა­ცხა­და ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ.

რას ამ­ბობს ოპო­ზი­ცია:

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერ­თმი ლი­დე­რო ზურა ჯა­ფა­რი­ძე: "დას­კვნა­ში წე­რია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­და, რომ შე­ექ­მნა ან­ტუ­რა­ჟი, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ის, რაც არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხდე­ბო­და და ხდე­ბა ამას შე­საძ­ლოა ეწო­დოს ყვე­ლა­ფე­რი, არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის გარ­და.

ეუთო/ოდი­რი ამ­ბობს, რომ აქ ჩვენ­თან ეუთო/ოდირ­ში ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი არა­ვინ არ არის და ამ ვი­რეშ­მა­კო­ბას არა­ვინ არ „შე­ჭამს“. ეს არის სი­ნამ­დვი­ლე­ში, რაც დას­კვნა­ში წე­რია. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ბოლო კვე­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­და ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ზე, რო­მე­ლიც თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას მის­ცემ­და და მოხ­და ამის სა­პი­რის­პი­რო. მთე­ლი ეს პრო­პა­გან­და თავ­ზე ჩა­მო­ეფშვნათ, ზუს­ტად ისე, რო­გორც ჩა­მო­ეფშვნე­ბათ ის პრო­პა­გან­და, რომ 20 იან­ვრის შემ­დეგ, როცა ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია იქ­ნე­ბა, რა­ღა­ცე­ბი და­ლაგ­დე­ბა და თით­ქოს რა­ღა­ცებს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ. არა­ფე­რი ეგე­თი არ მოხ­დე­ბა. ეს დას­კვნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი ბევ­რად უფრო გამ­ყარ­და და გა­რე­დან მხარ­და­ჭე­რა, ეს იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბი, თუ იქ­ნე­ბა ეს სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა, უფრო მკაც­რი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ დას­კვნის არ­სე­ბო­ბა იმ სა­ხით, რო­გორც ეუთო/ოდირ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მინ­და მივ­მარ­თო, თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რაც ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ში წე­რია, დიდი მად­ლო­ბა".

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე: "ეუთო/ოდი­რის დას­კვნა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ უარ­ყო­ფი­თია, სა­დაც უამ­რავ დარ­ღვე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია. არ­ცერ­თი სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იყო შე­ტა­ნი­ლი, არ იქნა არ­სე­ბი­თად გან­ხი­ლუ­ლი, არც სა­ჯა­რო კო­მი­სი­ა­სა და სა­სა­მარ­თლოს მიერ. ეუთო/ოდი­რის დას­კვნის თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის 24 პრო­ცენტზე, სა­დაც მათი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, არ იყო და­ცუ­ლი ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბა, ანუ არ იყო და­ცუ­ლი ამომ­რჩევ­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა.

ამ­გვა­რი ნე­გა­ტი­უ­რი დას­კვნა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ცერთ არ­ჩევ­ნებ­ზე არ ყო­ფი­ლა, რაც პირ­და­პირ ადას­ტუ­რებს იმას, რომ ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ნიშ­ვნა და ჩა­ტა­რე­ბა".

"ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დე­რი გიგი წე­რე­თე­ლი: "ეუთო/ოდი­რის დას­კვნა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოა და არ სჭირ­დე­ბა მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი, რომ ზუს­ტად წა­ვი­კი­თხოთ ის, თუ რა წე­რია ამ დას­კვნა­ში. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, რომ ეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ინ­სტან­ცი­აა სა­არ­ჩევ­ნო აუ­დი­ტის თვალ­საზ­რი­სით, ამ დას­კვნით იხელ­მძღვა­ნე­ლებს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტი თუ სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ შე­ა­ფა­სებს ამ არ­ჩევ­ნებს, თუმ­ცა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი დიდი ხა­ნია ვი­ცით.

ამ დას­კვნა­ში კი­დევ ერთხელ არის ხაზ­გას­მუ­ლი - თუ რა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მძი­მე დას­კვნე­ბია, დარ­ღვე­უ­ლია თა­ნას­წო­რო­ბა, არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ აბ­სო­ლუ­ტუ­რი დის­ბა­ლან­სი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფა­რუ­ლო­ბა. ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ვი­დეო კონ­ტრო­ლი­სა და სხვა კონ­ტრო­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ხმა მი­ე­ცათ ში­შის, შუ­რის­ძი­ე­ბი­სა და დას­ჯის ში­შის გა­რე­შე. პრაქ­ტი­კუ­ლად ის სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბებს, დას­კვნის მი­ხედ­ვით არის დარ­ღვე­უ­ლი და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არც დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს, არც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც ეუ­თოს წევრ ქვე­ყა­ნას აქვს აღე­ბუ­ლი.

ეუთო/ოდი­რი მო­სახ­ლე­ო­ბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ ცნოს თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია. ის მო­სახ­ლე­ო­ბას ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ობი­ექ­ტურ სუ­რათს, თუ რა მოხ­და და რო­გორ წა­რი­მარ­თა არ­ჩევ­ნე­ბი. ის რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ მუდ­მივ პრო­ტეს­ტშია, ეს მე­ტყვე­ლებს თუ რო­გორ მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს არ­ჩევ­ნე­ბი,რო­გორ შე­ა­ფა­სა და მის­ცა თუ არა ლე­გი­ტი­მა­ცია".

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი, გი­ორ­გი სი­ო­რი­ძე: "ეუთო/ოდი­რის დას­კვნა 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს უმ­ძი­მე­სად აფა­სებს. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შე­ფა­სე­ბას არ ახ­დენს. თუმ­ცა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ის თა­ვის შე­ფა­სე­ბებ­ში ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი, არა­სო­დეს ასე­თი მკაც­რი - რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, დას­კვნა ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ-არ­ჩევ­ნე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და ეუ­თოს უწინ­დელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ოდი­რის შე­ფა­სე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია არის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც დო­მი­ნი­რებს მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ეს ეხე­ბა რო­გორც ცეს­კოს, ასე­ვე სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბი მთლი­ა­ნად იყ­ვნენ გა­მო­თი­შულ­ნი. იხილეთ სრულად