რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა, ანუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ გომელაურსა და კეზევაძეს? - ნინო ლომჯარია განმარტავს | Allnews.Ge

რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა, ანუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ გომელაურსა და კეზევაძეს? - ნინო ლომჯარია განმარტავს

აშშ-მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და მირ­ზა კე­ზე­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის "სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ პირ­თა სია"-ში (SDN List) მოხ­ვდნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, SDN List-ი "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მაგ­ნიტსკის გლო­ბა­ლუ­რი აქ­ტის" სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა და 2017 წლი­დან მოქ­მე­დებს.

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია გან­მარ­ტავს, რას ნიშ­ნავს მაგ­ნიტსკის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვედ­რა.

მისი თქმით, თუ და­სან­ქცი­რე­ბულ პი­რებს აქვთ ქო­ნე­ბა, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, ან რა­ი­მე სა­ხის აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან აშშ-ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, ეს აქ­ტი­ვე­ბი გა­ი­ყი­ნე­ბა.

"1. თუ და­სან­ქცი­რე­ბულ პი­რებს აქვთ ქო­ნე­ბა, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, ან რა­ი­მე სა­ხის აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან აშშ-ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, ეს აქ­ტი­ვე­ბი გა­ი­ყი­ნე­ბა;

2. ამე­რი­კუ­ლი ბან­კე­ბი, ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აშშ-ს ფი­ნან­სურ სის­ტე­მას იყე­ნე­ბენ, ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მათ ან­გა­რი­შებ­ზე ტრან­ზაქ­ცი­ებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნიც მო­ექ­ცე­ვი­ან იგი­ვე სან­ქცი­ე­ბის ქვეშ;

3. მათ შე­საძ­ლოა სცა­დონ გა­და­რი­ცხვე­ბი იმ ბან­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც არ იყე­ნე­ბენ აშშ-ის სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მას, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა­ში ეს მე­ტად რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამე­რი­კულ ბა­ზარ­თან. ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კი უფრთხის სან­ქცი­რე­ბულ პი­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რომ მა­თაც არ და­ე­მუქ­როთ შე­ზღუდ­ვე­ბი ან სან­ქცი­ე­ბი" , - წერს ნინო ლომ­ჯა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სან­ქცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვა­შინგტო­ნის ეს ნა­ბი­ჯი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან, რო­მელ­მაც დღეს ასე­ვე შე­მო­ი­ღო სან­ქცი­ე­ბი გო­მე­ლა­უ­რი­სა და კი­დევ ოთხი ძა­ლოვ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.