21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რატომ ითვლება ეს დღე ერთ-ერთ ძლიერ თარიღად და რა უნდა გააკეთოთ წარმატების მოსაზიდად
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. აღნიშნულ დღეს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება. ითვლება, რომ 21 დეკემბერი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და ენერგეტიკულად ძლიერი დღეა.
21 დეკემბერს სამყარო ცვლილებებისთვის ღიაა და განახლების ძალაც პიკს აღწევს. ზამთრის მზებუდობა აღორძინების ფაზაზე გადასვლისა და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა. ადამიანებს კი ამ დღის ენერგია შეუძლიათ, სასიკეთოდ გამოიყენონ და სამომავლო წარმატებები დაგეგმონ. ამისათვის რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:
ზამთრის მზებუდობის დღისთვის განწმენდის რიტუალი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, 21 დეკემბრამდე აუცილებელია, სახლიდან გაიტანოთ ყველა ის ნივთი, რომელიც მოძველებული და არასაჭიროა. საფუძვლიანად დაასუფთაოთ გარემო, მოიშოროთ ყველაფერი, რასაც დადებითი ემოციები აღარ მოაქვს და ცუდ დღეებს გახსენებთ. ითვლება, რომ ამ გზით, სახლში განახლებულ ენერგიას შეუშვებთ და სამომავლოდ ბევრ წარმატებას მიაღწევთ.
რიტუალები იღბლის მოსაზიდად არსებობს რამდენიმე რიტუალი, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მზებუდობის პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ და ჰარმონია აღიდგინოთ:
აანთეთ თეთრი ან წითელი სანთელი. შეხედეთ ცეცხლს და გონებაში წარმოიდგინეთ, რომ ყველა ის პრობლემა და დარდი, რაც გაწუხებთ, იწვის. შემდეგ კი ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ოცნებებსა და სურვილებზე და წარმოიდგინეთ, რომ სანთლის სითბო, ამ ოცნებებს კიდევ მეტად აძლიერებს და ახდენაში ხელს უწყობს.დაუთმეთ დრო მედიტაციას.
მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას. ზოგადადაც, ეს დღე მშვიდად გაატარეთ. გააკეთეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმე. დადებითი ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვებათ.
თუ 21 დეკემბერს მზიანი ამინდი იქნება, დააწყვეთ რამდენიმე მონეტა ისე, რომ მზის სხივები ხვდებოდეს. ითვლება, რომ ამ გზით სახლში ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ. იხილეთ სრულად