ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - რა ღირს ქართველი ფეხბურთელი? | Allnews.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - რა ღირს ქართველი ფეხბურთელი?

"ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება transfermartkt.com-ზე 85 მლნ ევრომდე გაიზარდა.

აღნიშნული მაჩვენებლით 23 წლის სპორტსმენი ამ დროისთვის სერია A ს მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მანამდე, 5 ივნისის შემდეგ დღემდე, მისი ღირებულება 80 მლნ ევრო იყო.

პირველ ადგილზეა ინტერ მილანის ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესი, რომლის სატრანსფერო ღირებულება 100 მლნ ევროს შეადგენს.