რას ჰყვება ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც "ქართული ოცნების" კლიპში მონაწილეობდა და ახლა აქციებზე დგას? | Allnews.Ge

რას ჰყვება ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც "ქართული ოცნების" კლიპში მონაწილეობდა და ახლა აქციებზე დგას?

18:10 / 17-12-2024 "გული მწყდე­ბა, მეც რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მაქვს ამ ყვე­ლა­ფერ­ში მი­ღე­ბუ­ლი თა­ვის დრო­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ 2017 წელს იყო, მა­ინც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი მსა­ხი­ო­ბი ანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კლიპ­ში 18 წლის ასაკ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და...

იგი დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ხში­რად იმ­ყო­ფე­ბა და თუ რას ფიქ­რობს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, თა­ვად გვე­სა­უბ­რა...

- ამ აქ­ცი­ებ­ზე მთა­ვა­რი მუხ­ტი აქ­ცი­ებ­ზე ახალ­გაზ­რდებს უჭი­რავთ, რად­გან ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ალ­ბათ ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ და არი­ან. აქ­ცი­ებ­ზე ასე­ვე ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი, ბა­ბუ­ე­ბიც დგა­ნან, იქ ყვე­ლა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია... თუმ­ცა მა­ინც მთა­ვა­რი მუხ­ტი და ძალა ახალ­გაზ­რდე­ბის არის.

მეც იმ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად ვდგა­ვარ, ვინც აქ­ცი­ებ­ზეა.. არა­ერ­თხელ გა­მიპ­რო­ტეს­ტე­ბია ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შეც­ვლა ახ­ლაც და ად­რეც - მა­ის­ში, მარ­ტში... მთავ­რო­ბას მხარს არა­ნა­ი­რად არ ვუ­ჭერ, რად­გან ქვეყ­ნის კურ­სი შეც­ვლი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სი, გა­უ­გებ­რო­ბა, ძა­ლა­დო­ბაა... მეც და ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვგმობთ ( რო­გორც ახლა არის მო­და­ში ეს სი­ტყვა) მსგავს საქ­ცი­ელს...

untitled-60649-1734446071.png

- რა იყო ისე­თი, რაც აქ­ცი­ებ­ზე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხეთ და შე­გაშ­ფო­თათ?

- რაც ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, ეს იყო სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მო­ვი­წამ­ლე გა­ზით. არა­ფერს არ ვა­შა­ვებ­დით, უბ­რა­ლოდ ვი­დე­ქით და მშვი­დო­ბი­ა­ნად ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით. მეც და ჩემი მე­გობ­რე­ბიც ხში­რად მივ­სულ­ვართ სახ­ლში გა­ზით მო­წამ­ლუ­ლე­ბი... ასე­ვე აღ­მოვ­ჩნდი ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც უკვე ხალ­ხი აღარ იყო, ჩვენც გა­მოვ­დი­ო­დით, ერთი ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ იდგა, ვი­დე­ოს იღებ­და, ამ დროს "რო­ბო­კო­ბე­ბი" ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცუდი სი­ტყვე­ბით აგი­ნებ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ეს რაც თა­ვად ვნა­ხე და ჩემს მე­გობ­რებს კი­დევ ბევ­რი ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ.

რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ, ეს სა­ერ­თოდ სა­ში­ნე­ლე­ბა იყო... ვნა­ხეთ რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს... ხან­და­ხან მარ­თლაც მერ­ჩივ­ნა, ყო­ველ­დღე გავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ ვმდგა­რი­ყა­ვი, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩა­მერ­თო და მე­ნა­ხა, რაც ხდე­ბო­და... კა­მე­რა, ჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ველ­თვის უფრო ეპი­ცენ­ტრშია და მათი მეშ­ვე­ო­ბით სა­ში­ნე­ლე­ბებს ხე­დავ. ამი­ტო­მაც აქ­ცი­ებ­ზე უფრო მშვი­და­დაც კი ვი­დე­ქით, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზორ­თან მქონ­და ემო­ცი­ე­ბი. ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვით და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, ამი­ტო­მაც და­სავ­ლეთს, ევ­რო­პას არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს! მგო­ნია, რომ ჩვენ­თვის ეს არის ერ­თა­დერ­თი ხსნა, თუნ­დაც გა­ნათ­ლე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ყვე­ლა კუ­თხით... იხილეთ სრულად