“აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას: შოთა არველაძემ წამოიყვანოს ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ“ - ირაკლი კობახიძე
“უკვე 2 კვირაზე მეტია ვთავაზობთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია, თუ დახურულ, ნებისმიერი ფორმატის დისკუსიას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დისკუსიებს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, მზად არის ნებისმიერ მსურველთან, ნებისმიერი სახის დისკუსია გამართოს.“ყველა გაურბის, 2 ადამიანს ჰქონდა მცდელობა შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს, რომ ვერ შეძლეს. ყველას ეშინია.
ჩემი შეთავაზება რჩება ძალაში. უცნაურია, კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე განცხადებებით, რომ - არავინ არ ელაპარაკებათ. მაგალითად შოთა არველაძე გამოდიოდა აქციაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს. როცა ჩვენ 2 კვირაა ვიმეორებთ, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ, მათ შორის საჯარო ფორმატში დისკუსიისთვის.
-0:13 აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას, შოთა არველაძემ წამოიყვანოს ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი შეთავაზება, მივიღე პასუხად დუმილი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.