"სანელებლები არ სჭირდება, მათ შორის, არც პილპილი"- როგორი უნდა იყოს ტრადიციული რაჭული ლობიანი? | Allnews.Ge

"სანელებლები არ სჭირდება, მათ შორის, არც პილპილი"- როგორი უნდა იყოს ტრადიციული რაჭული ლობიანი?

ბარბარობა დღეს ტრადიციულად, ყველა ოჯახში ლობიანები ცხვება. ლობიანის მომზადების სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს და ბევრი დიასახლისი ამაყობს თავისი ნახელავით. ამჯერად გვინდა ტრადიციული რაჭული ლობიანის რეცეპტი შეგახსენოთ.

თუ რაჭული ლობიანის გამოცხობას გადაწყვეტთ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

1. გულსართისთვის ღორის ქონი სჭირდება. ამ დროს ე.წ. მუცლის ქონს ხმარობენ, რომელსაც სპეციფიური სუნი არ აქვს. ქალაქში მისი შოვნა არც ისე ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ლობიოს ხარშვისას ჩააყოლოთ ღორის ხორცის ან სალის მოზრდილი ნაჭერი. რაჭაში საკმაოდ ხშირად,ქონს ერბოთიც ქნაცვლებენ. როცა ლობიო მზად იქნება, ხორცი ამოიღეთ. მას თავისი არომატი უკვე გამოშვებული ექნება (რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ ეხება სამარხვო ვარიანტს).

2. რაჭული ლობიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი ჯიშის ლობიოს გამოიყენებთ. ყველაზე შესაფერისია "ბათუმელას" ჯიში.

3. ტრადიციულ რაჭულ ლობიანში სანელებლები არ იხმარება. მათ შორის არც პილპილი. მხოლოდ მარილი.

4. იმისათვის, რომ დაჭრისას გულსართი არ ცვიოდეს, საჭიროა ბევრი ცხიმი, ასევე ძალიან მშრალი არ უნდა იყოს თავად გულსართი.

იხილეთ სრულად