"დადასტურდა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით არის წაყვანილი" - დედა 16 წლის გოგონას ეძებს, რა დეტალები ხდება ცნობილი?
დღეს სოციალურ ქსელში ქალბატონმა თეა ტოგონიძემ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, ის გაუჩინარებულ 16 წლის ქალიშვილს ეძებს. როგორც გაირკვა, ემიგრანტი გოგონა საქართველოში არდადეგებზე იმყოფებოდა. მის ადგილსამყოფელს ოჯახი 4 დღეა უშედეგოდ ეძებს.
ambebi.ge გოგონას დედას თეა ტოგონიძეს შეეხმიანა, რომელიც საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
"მე-6 წელია ოჯახით საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემი გოგონა - ანასტასია სკოლიდან დაითხოვეს და 9 დეკემბერს არდადეგებზე გამოვუშვი ქუთაისში. დადასტურდა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით არის წაყვანილი. ბავშვი 16 წლისაა და პოლიცია მეუბნება, კანონი არ გვავალდებულებს, მასშტაბურად ვეძებოთ იმიტომ, რომ 16 წლისას თავისუფლად შეუძლია გათხოვდესო. ახლა პროკურატურაში მივდივართ, ასე დამარიგეს... იქნებ რამეში დამეხმაროთ. ეს ბიჭი 25 წლისაა, პრობაციონერი, არც ვიცი, სად გაიცნო ჩემმა შვილმა, მაგრამ უყვარს. პოლიციამ და ბიჭის და-ძმამ დამიდასტურეს, რომ მან წაიყვანა. სავარაუდოდ, იმიტომ არ ჩნდებიან, რომ ბიჭს ეშინია, წავართმევ ან დავაჭერინებ. მართლა არ მაინტერესებს მისი დაჭერა, შვილებს ვფიცავ, ოღონდ გამოჩნდნენ, ოღონდ ჩემი შვილი ვნახო. იქიდან რას გავხდებოდი და ჩამოვფრინდი, წუხელ ჩემით დავიწყე ძებნა და ერთი ადგილი გავარკვიე - წყალტუბოს სასტუმრო, სადაც მისულები ყოფილან, ეტყობა ფასს ვერ შესწვდნენ. ჩემს გოგონას ჰქონდა თანხა, რაც გამოვუგზავნე, რამდენიმე დღე რომ ჰყოფნოდა. ამ თანხით არიან წასულები, გამოელიათ ეტყობა. იხილეთ სრულად