ნანუკა ჟორჟოლიანი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს | Allnews.Ge

ნანუკა ჟორჟოლიანი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ალექ­სან­დრე თირ­ქი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­და კო­მი­დან.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ავ­რცე­ლებს.

"ალექ­სი ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­და კო­მი­დან. დღეს გა­დაჰ­ყავთ ინ­ტენ­სი­ურ­ში. ფრაგ­მენ­ტუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მაგ­რამ ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დრო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ბიჭი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სკალ­პის ღია ჭრი­ლო­ბა, შუბ­ლის ძვლის და თვალ­ბუ­დის და ზედა კი­დის კედ­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და შუბ­ლის წი­ლის კონ­ტუ­ზი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ექი­მის, ნინო ხა­რა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიჭს თვა­ლის კაკ­ლე­ბის მთლი­ა­ნო­ბა შე­ნა­ხუ­ლი აქვს. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს თა­ვის ტვი­ნის გარ­სებ­ში ტრავ­მუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამის შემ­დეგ ის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ძი­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ბიჭს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, თვალ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა.