"გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება" - რა ხდებოდა მთელი ღამე რიკოთზე და როგორია ახლა მდგომარეობა: ფოტოები და მოქალაქეების კომენტარები
მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდა. წუხელ თითქმის ქვეყნის ყველა რეგიონში თოვლი და ყინვა იყო. თოვლი მოვიდა როგორ თბილისის შემოგარენში, ასევე რეგიონების ნაწილში.
მოქალაქეები წერენ, რომ შეფერხებულია მოძრაობა რიკოთზე.
გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ უღელტეხილზე თოვს და ნისლია. მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. ისინი წერენ:
"რიკოთზე უდიდესი კოლაფსია. ორივე მხრიდან" - წერდა მოქალაქე გიორგი ჟორჟოლიანი.
"რიკოთზე წამოსვლას მოერიდეთ, საცობია, საწმენდი მანქანები ვერ დადიან რომ გაწმინდონ. სატვირთოები გაჩერებულები ვართ არ გვიშვებენ და პატარა მანქანების მოძრაობაც შეფერხებულია. თუ საბურავი არ გივარგათ, ნუ გარისკავთ წამოსვლას!"
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ150 (სურამის კვანძი - სოფელი ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.მათივე ცნობით, კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობები რჩება რთული, რის გამოც, ვთხოვთ მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იხილეთ სრულად