IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ პეკინის გამზირზე გადაინაცვლა - სრულად გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა
ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ პეკინია გამზირზე გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებმა პეკინის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გააჩერეს და გზის მთლიან სავალ ნაწილზე აწყობენ მსვლელობას.
აქციის მონაწილეები პეკინის შემდეგ გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "გაიფიცე".
ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტი იქნება. მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.