"ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე" - რა დეტალებს ჰყვება პრეზიდენტი ელჩებთან შეხვედრაზე | Allnews.Ge

"ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე" - რა დეტალებს ჰყვება პრეზიდენტი ელჩებთან შეხვედრაზე

ევ­რო­კავ­ში­რის ელჩსა და დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შო­რის მი­უ­ღე­ბე­ლი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, - ასე ეხმა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ელ­ჩე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

"რაც არ არის ნახ­სე­ნე­ბი, არის ის, რომ მე (შეხ­ვედ­რა) ევ­რო­კავ­ში­რის ელჩსა და დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შო­რის მი­უ­ღე­ბე­ლი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის გამო, ძლი­ე­რი პრო­ტეს­ტით და­ვი­წყე. ჩემი შე­ქე­ბა ამას ვერ აა­ნა­ზღა­უ­რებს!“, - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ელჩსა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ელ­ჩებს გუ­შინ შეხ­ვდა.

"დღეს, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა მი­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა ელჩი. მისი [ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის] შრო­მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის დაც­ვა­ში კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ევ­რო­კავ­ში­რი და­მა­ტე­ბით ზო­მებს გა­ნი­ხი­ლავს მომ­დევ­ნო კვი­რას ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს შეხ­ვედ­რებ­ზე ბრი­უ­სელ­ში,“ - და­წე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ პლატ­ფორ­მა X-ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის შეხ­ვედ­რას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი „შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს“.

ამას­თან, ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის „ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის მხა­რეს­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას”.

"კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ერ­თგუ­ლია და მზა­დაა იმუ­შა­ოს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა მო­ემ­ზა­დოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის. ხაზი გა­ეს­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­დაჭ­რის და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. თა­ვის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა და­ა­ფიქ­სი­რა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ გა­მო­ით­ქვა წუ­ხი­ლი, რომ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სის შექ­მნას 2020 წლის მსგავ­სად. ხაზი გა­ეს­ვა მხა­რე­ებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე დი­ა­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.