"ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს? - ეს ვარლამის ქუჩაა. ტაძართან არ მიგიყვანს" - რა წერილს აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე | Allnews.Ge

"ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს? - ეს ვარლამის ქუჩაა. ტაძართან არ მიგიყვანს" - რა წერილს აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­შის "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი", რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხე­ბა.

თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­ში:

– ეს გზა ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­თან მი­მიყ­ვანს?

– ეს ვარ­ლა­მის ქუ­ჩაა. ეს გზა ტა­ძარ­თან არ მი­გიყ­ვანს.

– არა? მაშ, რა სა­ჭი­როა იგი?!

ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა სა­კუ­თარ გან­სხვა­ვე­ბულ აზრს თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მის, "მო­ნა­ნი­ე­ბის“, ეს პა­სა­ჟი და­ურ­თეს და რი­ტო­რი­კუ­ლად დას­ვეს კი­თხვა, "რის მაქ­ნი­სია გზა, თუ კი ტა­ძარ­თან არ მი­მიყ­ვანს, რა სი­კე­თე მო­აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, რო­მე­ლიც თავს არი­დებს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას?“[1]

სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სა­ჟით მი­წევს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 2024 წლის 29 ნო­ემ­ბრის №3/7/1848,1849 გან­ჩი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და­წყე­ბა: რის­თვის არ­სე­ბობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, თუ იგი უარს ამ­ბობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე?!№1848 და №1849 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩე­ლებ­ზე დავა შე­ე­ხე­ბო­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ელე­მენტს, კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტებს. ხსე­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით სა­თა­ნა­დო სარ­გებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს მო­ქა­ლა­ქე­თა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და, შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კრი­ტი­კულ წი­ნა­პი­რო­ბას. ამ­დე­ნად, მო­ცე­მუ­ლი საქ­მის სა­თა­ნა­დოდ გან­ხილ­ვა და გა­და­წყვე­ტა დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვი­სა და გან­მტკი­ცე­ბი­სათ­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სა­კი­თხი იყო.

ამა­ვე დროს, საქ­მე­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ადას­ტუ­რებ­და, რომ 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე, ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში, რო­გორც მი­ნი­მუმ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დამ­კვირ­ვებ­ლი­სათ­ვის, გარ­კვე­უ­ლი ხა­რის­ხით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი იყო, გა­ა­კე­თა თუ არა არ­ჩე­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქემ ან/და რო­მელ კან­დი­დატს მის­ცა/არ მის­ცა ხმა ამომ­რჩე­ველ­მა.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა შე­ფას­და სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ და დად­გინ­და, რომ კენ­ჭისყრა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით წა­რი­მარ­თა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­და­ვო ნორ­მებს იღებს და აფა­სებს იმ ში­ნა­არ­სით, რო­მე­ლიც მას სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა მი­ა­ნი­ჭეს, უდა­ვოდ დად­გე­ნი­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო მიჩ­ნე­უ­ლი, რომ მო­სარ­ჩე­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ხმის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვე­ბი მომ­დი­ნა­რე­ობ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან.

ამას­თა­ნა­ვე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი იყო სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მე­ბის ფარ­თო სპექტრი. კერ­ძოდ, ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრავ­და კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბის ჩარ­ჩოს, კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რას, ბი­უ­ლე­ტე­ნის ფორ­მა­სა და შევ­სე­ბის წესს. სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა უბ­რა­ლოდ არ ტო­ვებ­და სივ­რცეს, რათა სა­სა­მარ­თლოს მო­სარ­ჩე­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა სა­და­ვო ნორ­მე­ბის მიღ­მა ეძებ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სწო­რად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც სა­და­ვო ნორ­მე­ბის (ის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც მათ სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა შეს­ძი­ნეს) კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბის სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბას მო­ი­თხოვ­და.

ამ­დე­ნად, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გა­და­სა­წყვე­ტი იყო საქ­მე, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა ერთხელ დად­გეს დღის წეს­რიგ­ში. სა­სა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლი იყო სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ეკვლია სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი, მო­ეს­მი­ნა მხა­რე­ე­ბი­სათ­ვის და მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის და, ზო­გა­დად, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სად­მი მო­ქა­ლა­ქე­თა ნდო­ბას აღად­გენ­და და გა­აძ­ლი­ე­რებ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის ნაც­ვლად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არ გა­მო­იკ­ვლია საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სარ­ჩე­ლე­ბი გან­სა­ხილ­ვე­ლად არ მი­ი­ღო სა­თა­ნა­დო და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე. მო­პა­სუ­ხე მხა­რეს­თან კი­თხვაც კი არ დას­მუ­ლა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი მო­სარ­ჩე­ლე­თა მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, საქ­მის გან­ხილ­ვა მოხ­და ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე, მა­შინ, რო­დე­საც, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო, ისე­ვე, რო­გორც საქ­მის პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბი იძ­ლე­ო­და მისი ფორ­სი­რე­ბის გა­რე­შე, ზე­პი­რი გან­ხილ­ვით, სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, გა­და­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩე­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ­გუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლე­ბიც თვალ­ნათ­ლივ წარ­მო­ა­ჩენ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის რის­კებს. ამა­ვე დროს, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩე­ლებ­ში დას­მუ­ლი სა­კი­თხე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო იმ­დე­ნად ცხა­დად, რომ მათი აღ­ქმა რთუ­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე იუ­რის­ტე­ბის­თვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლის­თვის. სა­სა­მარ­თლოს უბ­რა­ლოდ უნდა და­ე­ნა­ხა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა სარ­ჩე­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც მან არ გა­ა­კე­თა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არ­სე­ბი­თად უარი თქვა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი შე­კა­ვე­ბი­სა და ბა­ლან­სის სის­ტე­მა­ში მისი იმა­ნენ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

სრუ­ლი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხეთ ბმულ­ზე