"დიახ, ზურას გერმანიაში მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა... ჩემი სახალხო პაპა მთელი ცხოვრება თავს ვალში გრძნობდა ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ..." - რას წერს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი | Allnews.Ge

"დიახ, ზურას გერმანიაში მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა... ჩემი სახალხო პაპა მთელი ცხოვრება თავს ვალში გრძნობდა ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ..." - რას წერს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი

ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის დის­შვი­ლი ანო მა­ი­სუ­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს.

"ამა­ზე უა­რე­სი რა უნდა მოხ­დეს? ვკვდე­ბით, რო­გორც ქვე­ყა­ნა!

პო­პუ­ლის­ტო ბუ­ლე­რე­ბო, ას­ქ­რო­ლეთ.

წელს, ჩვენ­მა ოჯახ­მა, დავ­კარ­გეთ ზურა! დიახ, ზუ­რას გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა. ამის­თვის პი­რა­დად მი­ი­ღო ჩვე­ნი ოჯა­ხის­გან მად­ლო­ბა, მა­ნაც და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მაც, ვინც ამ პრო­ცეს­ში დაგ­ვეხ­მა­რა.სამ­წუ­ხა­როდ, დავ­მარ­ცხდით ამ ბრძო­ლა­ში.დიახ, ჩემი სა­ხალ­ხო პაპა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავს ვალ­ში გრძნობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, 90-ია­ნებ­ში რომ სული არ გაგ­ვძვრა შიმ­ში­ლით.

ცხა­დია, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან არც დი­ა­ლოგ­ში და მი­თუ­მე­ტეს არც პო­ლე­მი­კა­ში ვა­პი­რებ შეს­ვლას, ვინც გივი ბე­რი­კაშ­ვილს ჩირ­ქს პო­ლი­ტი­კის გამო სცხებს.

რა თქმა უნდა, სხვის ნაც­ვლად სა­უ­ბა­რი სი­სუ­ლე­ლეა, მი­თუ­მე­ტეს, რომ არ­ცერ­თი ცო­ცხა­ლი აღარ მყავს, მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით მინ­და მჯე­რო­დეს და მჯე­რა, რომ დღეს ზურა და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლე­ბი ხალ­ხის მხა­რეს იდ­გე­ბოდ­ნენ!დაგ­მობ­დნენ ამ არა­ა­და­მი­ა­ნო­ბას და იმ სიყ­ვა­რულს რაც ხალ­ხს მათ მი­მართ ჰქონ­და და აქვს, გულ­წრფელ, მა­მაც და პატ­რი­ოტ ადა­მი­ა­ნებს ერთი ასად და­უბ­რუ­ნებ­დნენ.არ ვი­ყი­დე­ბით! კი­დევ ერთხელ და მრა­ვალ­ჯერ მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სა­კუ­თარ თავ­ში გმი­რი იპო­ვა", - წერს ანო მა­ი­სუ­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ ამ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აჩე­რებს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს 2028 წლამ­დე. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში. აქ­ცი­ე­ბი ხში­რად სრულ­დე­ბა სპეც­რაზ­მის მიერ დარ­ბე­ვით. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­კა­ვეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ნა­ცე­მია ათო­ბით მო­ქა­ლა­ქე. ნიღ­ბი­ა­ნი, უც­ნო­ბი პი­რე­ბი 7 დე­კემ­ბერს თავს და­ესხნენ "ტვ პირ­ვე­ლის" გა­დამ­ღებ ჯგუფს და ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.