"ახლა გაგაძევებთ, ნუ ტლიკინებ იცოდე, გაგაძევებ, თუ ტლიკინს გააგრძელებ. "ნაცი“ რომ ხარ, ტლიკინის უფლება არ გაქვს" - რას აცხადებს პრემიერი მედიაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ? | Allnews.Ge

"ახლა გაგაძევებთ, ნუ ტლიკინებ იცოდე, გაგაძევებ, თუ ტლიკინს გააგრძელებ. "ნაცი“ რომ ხარ, ტლიკინის უფლება არ გაქვს" - რას აცხადებს პრემიერი მედიაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ?

"ახლა გა­გა­ძე­ვებთ, ნუ ტლი­კი­ნებ იცო­დე, გა­გა­ძე­ვებ, თუ ტლი­კინს გა­აგ­რძე­ლებ. "ნაცი“ რომ ხარ, ტლი­კი­ნის უფ­ლე­ბა არ გაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ლე­გებ­მა ამას მი­გაჩ­ვი­ეს. სირ­ცხვი­ლია", - ასე მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ Bm.ge-ს ჟურ­ნა­ლისტ თე­ლა­რა გე­ლან­ტი­ას მას შემ­დეგ, რაც მან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერს კი­თხვა და­უს­ვა.

"რომ არ იძა­ლა­დოთ, სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა არც მხუ­თა­ვი გაზი და არც წყა­ლი. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე სპეც­რაზმს მი­ად­გნენ, აგი­ნებ­დნენ უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით და ეს­როდ­ნენ ქვებს და შუ­შის ბოთ­ლებს. ამან გა­მო­იწ­ვია წყლის და გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა. თქვე­ნი პარ­ტია აკე­თებ­და ამას. თუ არ და­ეს­ხმე­ბით თავს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას, შსს-ს, არა­ფე­რი იქ­ნე­ბა“, - მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს.პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, აქ­ცი­ა­ზე წყლის ჭავ­ლი და აირი იმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ შეკ­რე­ბა და­ი­შა­ლოს.

"არა­ვინ მოკ­ვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში აკ­რძა­ლუ­ლია შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ სა­ხის და­ფარ­ვა იმი­ტომ, რომ რო­დე­საც შეკ­რე­ბა­ზე ნიღ­ბით მი­დი­ხარ, ამით სე­რი­ო­ზულ რის­კებს აჩენ, რად­გან ძა­ლი­ან უჭირს მერე შსს-ს რე­ა­გი­რე­ბა და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. აპ­რი­ო­რი ით­ვლე­ბა, რომ თუ სახე გაქვს და­ფა­რუ­ლი და ასე მი­დი­ხარ შეკ­რე­ბა­ზე, ე.ი. წი­ნას­წარ­ვე ემ­ზა­დე­ბი ძა­ლა­დო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ­მა გუ­შინ "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზე კი­თხვა­საც უპა­სუ­ხა.

"სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს? რა­ტომ უტ­რი­რებ ახლა? სა­სიკ­ვდი­ლოდ თუ ვინ­მე გა­წი­რეს, იყო "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ოპე­რა­ტო­რი, რო­მელ­საც თქვენ­მა თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა, "ორკმა“ სა­ხე­ში პი­რო­ტექ­ნი­კა და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა და არც ერთხელ და­გიგ­მი­ათ ეს ფაქ­ტი. სირ­ცხვი­ლია. რა­ტომ, იცი? იმი­ტომ, რომ "ნაცი“ ხარ და "ნა­ცე­ბი“ ხართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია“,- მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს.