"სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა" - სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია | Allnews.Ge

"სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა" - სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია

სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქი და­მას­კო ბა­შარ ალ-ასა­დის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და­მას­კო­ში მდე­ბა­რე შტაბ-ბინა და­ტო­ვეს.ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­შარ ალ-ასა­დი და­მას­კო­დან თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­და.

siria5-36521-1733643428.webp

BBC-ის ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ცნო­ბი­ლი სა­იდ­ნა­ი­ას ცი­ხი­დან - სა­დაც ასა­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს აწა­მებ­დნენ და სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ, ათა­სო­ბით პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა, ჰადი ალ-ბაჰ­რამ, რო­მე­ლიც სი­რი­ის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ძა­ლე­ბის ეროვ­ნულ კო­ა­ლი­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, Al-Arabiya-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ასა­დის რე­ჟი­მი და­ე­ცა და რომ "სი­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში ბნე­ლი ერა დას­რულ­და". მისი მტკი­ცე­ბით, და­მას­კო­ში სი­ტუ­ა­ცია უსაფრ­თხოა.

"არ იქ­ნე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. ხალ­ხის ღირ­სე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ჰადი ალ-ბაჰ­რამ. იხილეთ სრულად