რას ამბობენ შსს-ში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასა და კობა ხაბაზის ცემის ფაქტზე | Allnews.Ge

რას ამბობენ შსს-ში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასა და კობა ხაბაზის ცემის ფაქტზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა პი­რის ცე­მის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც დღეს ჰქონ­და ად­გი­ლი, უწყე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც უწყე­ბა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებს შო­რი­საა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს კობა ხა­ბაზ­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვაც.

რაც შე­ე­ხე­ბა "ტვ პირ­ვე­ლის" გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე თავ­დას­ხმას, შსს-ს ცნო­ბით, ფაქ­ტე­ბი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­შია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი. თა­ვის მხრივ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ტვ პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს თავს და­ესხნენ. და­შა­ვე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა ჩიხ­ლა­ძე და ოპე­რა­ტო­რი გი­ორ­გი შე­წი­რუ­ლი.

მე­ო­რე მხრივ, კო­ა­ლი­ცია „ცვლი­ლე­ბის­თვის“ ოფის­ში ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი შე­იჭრ­ნენ, რომ­ლე­ბიც ორ ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ნა­ცე­მია მათ შო­რის კობა ხა­ბა­ზიც.