რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებულთა შესახებ | Allnews.Ge

რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებულთა შესახებ

6 დე­კემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­დან, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჯგუ­ფებ­მა, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, აქ­ცი­ის 9 მო­ნა­წი­ლე გა­და­იყ­ვა­ნეს. მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი: გულ­მკერ­დი­სა და ზედა კი­დუ­რის ტრავ­მა, ზედა კი­დუ­რის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ზე­და­პი­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა და ინ­ტოქ­სი­კა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ორი პა­ცი­ენ­ტი მე­დი­კო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, კლი­ნი­კებ­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი გა­ე­წერ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან."საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის 20 ბრი­გა­და.

სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ე­წი­ათ ად­გილ­ზეც, მათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ დას­ჭირ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­ცავს მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის მიერ ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ­თა რი­ცხვს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.