"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია" - რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია" - რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ასე­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის არას­დროს არ მო­უ­გია, ის ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ნუ და­ვუშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას და ნუ გა­ვა­ხა­რებთ მტრებს,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მი­მარ­თავს ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებს პი­რებს, რომ ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია შე­საძ­ლოა, უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რა­ზეც მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რე­ბა.ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა მი­ე­წო­დოთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ და მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ად­გი­ლებ­ზე.

"მივ­მარ­თავ მათ ვი­საც ეს ეხე­ბა, დღე­ის­თვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რებს! რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, მეც ერთ-ერთი, სპე­ცი­ა­ლო­ბით ექი­მი, ბევ­რის მნახ­ვე­ლი და მო­ნა­წი­ლე, მათ შო­რის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, ვაკ­ვირ­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს ასი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის მსგავ­სი მას­შტა­ბის არ მახ­სოვს. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მე-9 დღეა სა­ხელ­მწი­ფო იყე­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ფორ­მის არაპ­რო­პორ­ცი­ულ ძა­ლას და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბა უკვე მი­უ­ახ­ლოვ­და კრი­ტი­კულ ზღვარს. რო­გორც ექი­მი და ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­როვ­ნე­ბა მდგა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ასეთ ეს­კა­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში და ამა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რე­ბა.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა დიდი ნა­წი­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბაა და მათ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა დღეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, რაც ხდე­ბა და გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ასო­ბით ადა­მი­ა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ში, მათ შო­რის რთუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ე.წ. ცრემლსა­დე­ნი გა­ზით და წი­წა­კის სპრე­ით ხან­გრძლივ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში (მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­მოქ­მე­დე­ბა), არ­ცერ­თი მსგავ­სი პრო­ტეს­ტის დროს არ ყო­ფი­ლა ქვე­ყა­ნა­ში ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, თუ არ ჩავ­თვლით ცხრა აპ­რილს, როცა სამ­წუ­ხა­როდ, იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა ტი­პის მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და გვქონ­და მსხვერ­პლი, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს მსგავ­სის­გან. იყო მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი (ერ­თდღი­ა­ნი) გა­მო­ყე­ნე­ბა და და­მერ­წმუ­ნეთ, ეს ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის ექ­სპო­ზი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, იქ­ნე­ბი­ან ესე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, ახ­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა თუ თვი­თონ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი კო­ლე­გე­ბი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თუ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ადა­მი­ან­თა დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის, რო­გორც ყო­ველ­თვის. ის­ტო­რი­უ­ლად, ასე­თი ტი­პის კრი­ზი­სე­ბის დროს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის დო­ნე­ზეა, მაგ­რამ სა­ჭი­როა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ე­წო­დოთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ და მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ად­გი­ლებ­ზე (სულ მცი­რე N95 ნიღ­ბე­ბი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი, წყა­ლი კა­ნის ზე­და­პი­რი­სა და სა­ხის სწრა­ფი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ტან­საც­მლის დე­კონ­ტა­მი­ნა­ცი­ის­თვის, და­უ­რიგ­დეს მათ ნა­ბეჭ­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რო­გო­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რონ ამ დროს და სის­ტე­მა­ტუ­რად ცხად­დე­ბო­დეს ეს რა­დი­ო­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით. ეს უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მის­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა).

თვალს ნუ დავ­ხუ­ჭავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, ის სულ უფრო და უფრო მწვავ­დე­ბა და ნუ შე­ვიყ­ვანთ მას გა­მო­უ­ვალ ჩიხ­ში, სა­ი­და­ნაც გა­მოს­ვლა სულ უფრო ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. კარ­გად იცით, რომ ეს ახა­რებს მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნას, ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს, რო­მელ­საც მუდ­მი­ვი ქა­ო­სი უნდა ამ ქვე­ყა­ნა­ში და ნუ გა­ვა­ხა­რებთ მტერს.ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ გა­მო­სავ­ლის რე­ა­ლურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავ­რჩეთ და­სავ­ლურ ორ­ბი­ტა­ზე და ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ევრო და ჩრდი­ლო - ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე დარ­ჩე­ნის რე­ა­ლუ­რი შან­სი. ნუ და­ვუშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ამ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე. ახალ­გაზ­რდო­ბას­თან ბრძო­ლა­ში ვე­რა­სო­დეს ვერ და არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს მა­მე­ბის თა­ო­ბამ, ეს დი­ა­ლექ­ტი­კის კა­ნო­ნია. ასე­თი კრი­ზის დროს ძლი­ერ­მა უნდა დათ­მოს და ეს სი­სუს­ტის ნი­შა­ნი არ იქ­ნე­ბა, პი­რი­ქით სიბ­რძნი­სა და სწო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის. კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის გა­სა­ღე­ბი ჯერ კი­დევ თქვენს ხელ­შია. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ასე­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის არას­დროს არ მო­უ­გია, ის ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ნუ და­ვუშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას და ნუ გა­ვა­ხა­რებთ მტრებს!“,- წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.