"თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე" - როგორ ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომ გაფიცული მსახიობებიდან ვერავის ცნობს | Allnews.Ge

"თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე" - როგორ ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომ გაფიცული მსახიობებიდან ვერავის ცნობს

უკვე კვი­რა­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გუ­შინ გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ინფლუ­ენ­სე­რე­ბი" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ ერთ თე­მას ეხე­ბი­ან - პრო­ტეს­ტი თბი­ლის­ში, ვი­თა­რე­ბა აქ­ცი­ა­ზე.

გუ­შინ მსა­ხი­ო­ბე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­იკ­რიბ­ნენ და რექ­ტო­რის­გან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

გა­ფი­ცუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის თე­მას სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "მარ­თლა ვე­რა­ვის ვცნობ და ვინ არი­ან, სა­ი­დან იფი­ცე­ბი­ან".

მის კო­მენ­ტარს მსა­ხი­ობ­მა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "თე­ატ­რში უნდა და­დი­ო­დე და არა შო­პინგზე, მა­შინ იც­ნობ!".

უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის მო­თხოვ­ნით იმ მსა­ხი­ო­ბებ­საც მი­მარ­თავს, ვინც ამ დრომ­დე დუ­მან.მათ შო­რის არი­ან, დუტა სხირტლა­ძე, ნა­ნუ­კა გუ­ლუა, სა­ლო­მე შარ­ვა­ძე, თა­მუ­ნა ნი­კო­ლაშ­ვი­ლი, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.