“ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი, ვრჩები კლინიკაში... კიდევ ერთი სიგიჟე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა“ - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელზეც დღეს იძალადეს | Allnews.Ge

“ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი, ვრჩები კლინიკაში... კიდევ ერთი სიგიჟე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა“ - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელზეც დღეს იძალადეს

დღეს "პუბ­ლი­კას“ დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ვარ­დი­აშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ჟურ­ნა­ლის­ტი მინ­დია გა­ბა­ძე სცე­მეს.

რო­გორც ვარ­დი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ჟურ­ნა­ლისტს ცის­ფერ გა­ლე­რე­ას­თან “ტი­ტუშ­კე­ბი“ და­ესხნენ თავს.მინ­დია გა­ბა­ძე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

“მე­გობ­რე­ბო, მად­ლო­ბა მო­კი­თხვის­თვის. ვერ გწერთ სა­თი­თა­ოდ და აქვე გე­ტყვით, რომ უკეთ და უსაფრ­თხოდ ვარ. ტვი­ნის შერ­ყე­ვა მაქვს, მაგ­რამ არა ძლი­ე­რი. ამ ეტაპ­ზე ვრჩე­ბი კლი­ნი­კა­ში.

არც პირ­ვე­ლი ნა­ცე­მი მო­ქა­ლა­ქე ვარ და არც ბოლო ნა­ცე­მი ჟურ­ნა­ლის­ტი და ეს გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, სა­ნამ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მია დამ­ყა­რე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ეს არაა სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. ესაა ფაქ­ტი. რე­ჟი­მის რუ­სუ­ლი სახე ჩანს ჩემი ცე­მის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში - რო­დე­საც ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა და მე­გობ­რებ­მა და­ი­ნა­ხეს თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და სცა­დეს ადევ­ნე­ბა, შემ­დეგ კი იქვე მდგარ პო­ლი­ცი­ას მი­უ­თი­თებ­დნენ და სთხოვ­დნენ, რომ გაჰ­კი­დე­ბოდ­ნენ მო­ძა­ლა­დე­ებს.

და რას აკე­თე­ბენ ამ დროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი? არა­ფერს! მე­ტიც, მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ და კა­რე­ბი მი­ი­კე­ტეს.

ამას გარ­და, კი­დევ ერთი სი­გი­ჟე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან მოხ­და. სა­ნამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვან­დნენ სხვა “ტი­ტუშ­კა“ მო­უშ­ვა პო­ლი­ცი­ამ სას­წრა­ფოს მან­ქა­ნას­თან. როცა მივ­ხვდი, რომ აშ­კა­რად გან­ვმარ­ტოვ­დი ამ ადა­მი­ან­თან, რად­გან იმ დროს პო­ლი­ცი­ე­ლი ჩემს რე­დაქ­ტორ­თან, ლიკა ზა­კაშ­ვილ­თან იყო მი­სუ­ლი იმ დროს და სას­წრა­ფოს ექიმს მაგ დროს მო­უნ­და დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­სა­ტა­ნად წინ გა­დას­ვლა. ლი­კას და­ვუ­წყე და­ძა­ხე­ბა, რად­გან არ ვგრძნობ­დი თავს უსაფრ­თხოდ და ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე იდგა სრუ­ლი­ად არა­სან­დო ადა­მი­ა­ნი ჩემ წინ.

არ და­ა­ყოვ­ნა და ნა­ცე­მის არა­ფე­რი გე­ტყო­ბაო, მო­მა­ძა­ხა. მა­გა­ზე ავ­ღელ­დი და უკვე პო­ლი­ცი­ელს და­ვუ­წყე ყვი­რი­ლი, რომ მო­ე­შო­რე­ბი­ნა ის ადა­მი­ა­ნი იქი­დან. პო­ლი­ცი­აც ხელ­გა­დახ­ვე­უ­ლი ამ­შვი­დებ­და, გაჰ­ყავ­და და ჩემ­ზე ეუბ­ნე­ბო­და, ხომ ხე­დავ, პრო­ვო­კა­ტო­რია და თავი და­ა­ნე­ბეო.

მოკ­ლედ, მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვის­თვის.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ოპე­რა­ტო­რე­ბო, ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბო - არ შე­შინ­დეთ. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა არაა უსაფრ­თხო, ეს ხომ თა­ვი­დან­ვე ვი­ცით. უსაფრ­თხოა სახ­ლში დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ასე რუ­სულ რე­ჟიმს ვერ და­ვა­მარ­ცხებთ; სახ­ლში დაჯ­დო­მით ვერ გა­და­ვი­ღებთ იმ სამ­ხი­ლებს, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია რე­ჟიმს დღეს,“ - წერს მინ­დია გა­ბა­ძე.