ვინ არის და რას ამბობს 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც აქციაზე, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ბიჭი, რომელიც კადრებზეა აღბეჭდილი 23 წლის ზვიად მაისაშვილია. მისი მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ.
როგორც სოციალურ ქსელში წერს, ის თავს უკეთ გრძნობს. მას ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა აქვს.
არსებული ინფორმაციით, ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
"დილით დაახლოებით 5 საათისთვის შემოყვანილი იქნა, 23 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. მოხდა თაბაშირის ნახვევით და ცხვირში ტამპონაჟით მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. დაზიანებები არის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები რბილ ქსოვილებზე, კანქვეშა სისხლ ნაჟღენთების სახის არეში. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დარჩება ორშაბათამდე მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მოხდეს 14 დღის განმავლობაში თაბაშირის დატოვება, შემდგომ ყბა-სახის ქირურგი გადაწყვეტს მის მდგომარეობას", - ამბობს ექიმი.