"ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!" - რას წერს დუგინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე | Allnews.Ge

"ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!" - რას წერს დუგინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი სა­ქარ­თვე­ლოშ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მან მო­რი­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ტე­ლეგ­რამ­ში" და თბი­ლის­ში წუ­ხელ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მა­ი­დანს შე­ა­და­რა.

"ეს მა­იდ­ნის პირ­და­პი­რი რი­მე­ი­ქია. ნუთუ, ამ მშვე­ნი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი დე­გე­ნე­რა­ტია?!", - წერს დუ­გი­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში 28 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლის­ში ორი ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი და­შავ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე.