"მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ, ქალი სისხლში იწვა" - რა მოხდა გლდანში და რა ვერსიებზე საუბრობენ მოკლულის მეზობლები | Allnews.Ge

"მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ, ქალი სისხლში იწვა" - რა მოხდა გლდანში და რა ვერსიებზე საუბრობენ მოკლულის მეზობლები

გლ­დან­ში მოკ­ლუ­ლი 80 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნის, ლა­რი­სა მე­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, მაგ­რამ ამ დრომ­დე პო­ლი­ცი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი არ ჰყავს და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ისიც, ჰყავთ თუ არა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მხო­ლოდ ის დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალ­ბა­ტო­ნის ცხე­და­რი მას შემ­დეგ იპო­ვეს, როცა შვილ­მა გან­გა­ში ატე­ხა. ის დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბას ორი დღე უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და. ამის შემ­დეგ შვი­ლი თა­ვის შვილ­თან ერ­თად გლ­დან­ში, დე­დის სახ­ლში მი­ვი­და, მას ბი­ნის კარი ბოქ­ლო­მით და­კე­ტი­ლი დახ­ვდა.შვილ­მა ჯერ იქვე მე­ზობ­ლებ­თან მო­ი­კი­თხა დედა, უთხრეს, რომ არ უნა­ხავთ. შვი­ლი გა­მუდ­მე­ბით რე­კავ­და დე­დის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე, მერე სახ­ლთან მი­სულ­მაც კი­დევ ერთხელ სცა­და და­რეკ­ვა და გა­ი­გო, რომ მათი ბი­ნი­დან ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა ის­მო­და. ამის შემ­დეგ ატე­ხა გან­გა­ში, ბი­ნა­ში რომ შე­სუ­ლი­ყო 112-ში და­რე­კა და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა, მის თვალ­წინ გახ­სნეს ბი­ნის კარი და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ, ლა­რი­სა მე­ლი­აშ­ვი­ლი ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი ნა­ხეს.

"ლა­რი­სა სახ­ლში ნა­ხეს მოკ­ლუ­ლი. მა­ღა­ზია ჰქონ­და, ასე­ვე სი­გა­რე­ტებს ყიდ­და სახ­ლი­და­ნაც. რამ­დე­ნი­მე ფარ­თი ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, ბი­ნა­ში რომ შე­სუ­ლან ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი იყოო. ეტყო­ბა მკვლე­ლი ეძებ­და ფულს და ოქ­რო­ულს. სხვა რა მი­ზე­ზით უნდა მო­ეკ­ლათ მო­ხუ­ცი ქალი არ ვიცი. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, შრო­მობ­და და თა­ვის­თვის ცხოვ­რობ­და. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ფული ეგუ­ლე­ბო­და და ამ მიზ­ნით შე­ვი­და ბი­ნა­ში. თავი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლიო, სის­ხლის გუბე იდგა თურ­მე რომ შე­ვიდ­ნენ", -ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი.

მოკ­ლუ­ლი ქალი ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. მას სა­დარ­ბა­ზოს მხრი­დან ბი­ნა­ში შე­სას­ვლე­ლი გა­უქ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და და თა­ვის ბი­ნა­ში ეზოს მხრი­დან, პა­ტა­რა კი­ბე­ე­ბით შე­დი­ო­და. იქვე სახ­ლთან ახ­ლოს ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ხილ-ბოს­ტანს ყი­დის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მომ­ხდარ­ზე არა­ფე­რი იცის. მე­ო­რე მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ლა­რი­სა ბო­ლოს 19 დე­კემ­ბერს ნახა. ისიც ეძებ­და თურ­მე წინა დღეს ქალ­ბა­ტონ ლა­რი­სას, რად­გან კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი მის­გან აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი და ქირა ჰქონ­და მი­სა­ცე­მი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად