"ნუ მეხები ხელით... აპირებთ თუ არა ადამიანების დარბევას? ხალხის არჩეულ დეპუტატს ასხამენ წყალს" - სიტყვიერი დაპირისპირება გეგელიასა და პოლიციას შორის | Allnews.Ge

"ნუ მეხები ხელით... აპირებთ თუ არა ადამიანების დარბევას? ხალხის არჩეულ დეპუტატს ასხამენ წყალს" - სიტყვიერი დაპირისპირება გეგელიასა და პოლიციას შორის

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სპე­ცტექ­ნი­კაც გა­მოჩ­ნდა.

ად­გილ­ზე შსს-ს მიერ ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბი მი­იყ­ვა­ნეს.რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და გრი­გოლ გე­გე­ლი­ა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის.

"აპი­რებთ თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­ბე­ვას?" - ჰკი­თხა “ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს, რა­ზეც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ სთხო­ვეს, ნუ შე­ვი­დო­დი "პო­ლი­ცი­ას­თან კონ­ფლიქ­ტში".

"ნუ მე­ხე­ბი ხე­ლით, ამის უფ­ლე­ბა არ მო­მი­ცია. ხალ­ხის სა­ხე­ლით გე­კი­თხე­ბი, მაქვს ამის უფ­ლე­ბა, ხალ­ხმა ამირ­ჩია. ბი­უ­ჯე­ტი გიხ­დით ხელ­ფასს. ხვალ გა­ვი­გებ შენს სა­ხელს და გვარს, შენ სა­ხელ­მწი­ფო გიხ­დით ფულს, აპი­რებთ თუ არა, რომ და­არ­ბი­ოთ აქ­ცია" - მი­მარ­თა გე­გე­ლი­ამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს. ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა გა­მო­ი­ყე­ნეს.

"აი ეს არის ამა­თი სახე. ხალ­ხის არ­ჩე­ულ დე­პუ­ტატს ას­ხა­მენ წყალს" - თქვა ამის შემ­დეგ გე­გე­ლი­ამ. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­დეგ გან­მარ­ტეს, წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა "შემ­თხვე­ვით მოხ­და".