"დაუშვებელია, თუნდაც საკუთარ შვილს მშობელმა ტუჩებში აკოცოს" - სპეციალისტი განმარტავს, რატომ არ შეიძლება მშობლები ბავშვებს ინტიმურ ზონებზე ეხებოდნენ
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე გადაცემაში "დიდი შესვენება" ბავშვების პირადი სივრცის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რატომაა დაუშვებელი მშობელმა შვილს ტუჩებში ან ინტიმურ ზონებში აკოცოს:
- ძველ თაობას ახლაც უყვარს - ბავშვს ეფერებიან, ჩქმეტენ, კბენენ, ჩვილ ბავშვებს გენიტალიებზეც კი ეფერებიან. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. თუ მე მის სხეულს უხეშად ვეპყრობი და ვეხები სივრცეებს, რომლებიც კერძოა და ინტიმურია, ბავშვის სულიც უხეშდება. შესაბამისად, ეს ბავშვი შემდგომ კარგ და ცუდ შეხებას ვეღარ განასხვავებს.