აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ, სადაც კარვების გაშლას და 22:00 საათამდე დარჩენას აანონსებენ | Allnews.Ge

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ, სადაც კარვების გაშლას და 22:00 საათამდე დარჩენას აანონსებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ.

სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები დაიწყება.

აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი გმირთა მოედნის ესტაკადის ქვეშ ორ ლოკაციაზე კარვებს გაშლიან და 22:00 საათამდე დარჩებიან.

ასევე, მისივე თქმით, საზოგადოებას მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას დღესვე გააცნობენ.