ჯანმრთელობის 7 პრობლემა, რომელსაც არასაკმარისი ძილი იწვევს
ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება.ღამით ხარისხიანი ძილი გეხმარებათ დასვენებაში. არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ ძილი გადამწყვეტია კარგი გრძელვადიანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვისაც.
ორგანიზმს, როგორც წესი, შეუძლია გაუმკლავდეს ხანდახან უძილობას, მაგრამ თუ ხშირად ან ქრონიკულად იღებთ არასაკმარის ძილს, უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
აქ მოცემულია ჯანმრთელობის რამდენიმე გრძელვადიანი პრობლემა, რომლებიც დაკავშირებულია არასაკმარის ძილთან.
ტვინის ცუდი ჯანმრთელობა
კვლევები ძილის პრობლემებს უკავშირებენ ცუდ აზროვნებასა და მეხსიერების გაუარესებას მოგვიანებით ცხოვრებაში, რამაც შეიძლება ადამიანები დემენციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ დააყენოს.
ცუდმა ძილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ნაადრევი დაბერება.
დეპრესია და შფოთვა
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული უძილობა, აქვთ დეპრესიისა და შფოთვის მაღალი მაჩვენებელი იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც უძილობის დიაგნოზი არ დაუდგინდა.
დადგენილია, რომ უძილობის მქონე ადამიანების დაახლოებით 40 %-ს აქვს დეპრესია.
განწყობასა და ძილს შორის ურთიერთობა რთული და ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ დეპრესიამ ან შფოთვამ შეიძლება გააუარესოს ძილი და ძილის ნაკლებობამ ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს განწყობაზე.
ტიპი 2 დიაბეტი
ცუდი ხარისხის ძილი ან ხანმოკლე ძილის ხანგრძლივობა დაკავშირებულია სისხლში შაქრის კონტროლის გაუარესებასთან დიაბეტის მქონე და მათ გარეშე ადამიანებში. უძილობას ასევე შეუძლია გაზარდოს დიაბეტის განვითარების რისკი.
წონის მომატება და სიმსუქნე
არსებობს ძლიერი კავშირი ძილის პრობლემებსა და ჭარბ წონას ან სიმსუქნეს შორის. ეს იმიტომ, რომ რეგულარულად საკმარისი ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების დისბალანსი, რომლებიც არეგულირებენ მადას, გრელინს და ლეპტინს.
ლეპტინი გეხმარებათ იგრძნოთ ნაყროვანება, გრელინი კი შიმშილის გრძნობის ჰორმონია. გამომდინარე იქიდან, რომ ლეპტინის დონე ჩვეულებრივ მატულობს ძილის დროს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ არ იღეთ საკმარისი რაოდენობის ძლს, ლეპტინის დონე მცირდება, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს. ამ დროს ხდება მეტი საკვების მიღება. გარდა ამისა, ნებისმიერი სახის ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გრელინის მომატება, რაც ასევე ზრდის მადას. იხილეთ სრულად