ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია?
ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე 24 საათიანი პროტესტი დაიწყება.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ეს არის გამაფრთხილებელი და მშვიდობიანი პროტესტი, რომელზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და ლიდერები იქნებიან.
ადგილზე კარვების გაშლა უკვე დაიწყო.
მისი თქმით, ყოველ ერთ საათში გამოცხადდება სიახლე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაგეგმავენ.
“ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩებით. 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ - ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას“, - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე შეკრების საზოგადოებას.
“მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ. აღარაფრის დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი ვინც მიიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში. იხილეთ სრულად