"ნახეთ რა მოსდით შენობებს სანაპირო ზოლში მიწისძვრის დროს - ნუ დაღუპეთ ეს ქვეყანა ფულის გამო!" - თეა გოდოლაძე ვიდეოსიმულაციას აქვეყნებს
"ნახეთ რა მოსდით შენობებს სანაპირო ზოლში მიწისძვრის დროს, უსუსტესი გრუნტია, საშიშია და ასეთ ქვეყანაში ამ ტერიტორიის ცათამბჯენებით უხარისხოდ და უჭკუოდ გაძეძგვა, დანაშაულია!! ნუ დაღუპეთ ეს ქვეყანა ფულის გამო!!! ვინ ხართ, რანი ხართ, საიდან შემოესიეთ სახრავად ამ ქვეყანას!!!! ჩაუწექით ჯაყოებს მიდით და ააოხრებინეთ ეს ქვეყანა!!!" - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე წერს და აქვეყნებს ვიდეოს.
"ახლა ხვდებით რატომ მეშინია ბათუმში მაღალსართულიანი, საეჭვოდ ნაშენი შენობების? თან სანაპირო ზოლზე. და ეს მხოლოდ 4.9 მაგნიტუდაა, გაცილებუთ ძლიერი რომ მოხდეს?!" - წერს სოციალურ ქსელში თეა გოდოლაძე.