"მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაკარგა საშვილოსნო" - რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში: 28 წლის ქალს დახმარება ესაჭიროება | Allnews.Ge

"მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაკარგა საშვილოსნო" - რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში: 28 წლის ქალს დახმარება ესაჭიროება

28 წლის შო­რე­ნა ონი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ახლა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა დედა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რა მოხ­და მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, რა­ტომ დამ­ძიმ­და ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ინ­ტერ­ვიუ შო­რე­ნას ბი­ძაშ­ვილ­თან, მის მოგ­ვა­რე­სა და მო­სა­ხე­ლეს შო­რე­ნა ონი­ან­თან ჩავ­წე­რეთ

- შო­რე­ნა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, კლა­სე­ლი, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. ორ­სუ­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი ნორ­მა­ში იყო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და, მა­ინც იყო ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კი. ეს შო­რე­ნას­თვის პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო, თავს უფრთხილ­დე­ბო­და, ცდი­ლობ­და, რომ მოს­ვე­ნე­ბით ყო­ფი­ლი­ყო. ამ კვი­რა­ში ჰქონ­და სა­კე­ის­რო კვე­თა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო. ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რობ­და, წყლე­ბი იქ დაღ­ვა­რა, მა­ლე­ვე წა­მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვად მშო­ბი­ა­რო­ბა მო­უ­წია.

- სად იმ­შო­ბი­ა­რა?

- ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ. თვი­თო­ნაც ნორ­მა­ლუ­რად გრძნობ­და თავს. ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი და­ეს­წრო მშო­ბი­ა­რო­ბას, ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, შემ­დეგ პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მე­გო­ბა­რიც მას­თან ერ­თად იყო პა­ლა­ტა­ში. სუს­ტად გრძნობ­და თავს, თავ­ბრუს­ხვე­ვას. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გულყრის ეპი­ზო­დი ჰქონ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა. ექოს­კო­პი­ა­ზე შე­იყ­ვა­ნეს და ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა იყო და­წყე­ბუ­ლი მუც­ლის ღრუ­ში. მა­შინ­ვე სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტებ­ში ექი­მე­ბის ბრალ­ზეა მი­ნიშ­ნე­ბა, ვის აბ­რა­ლებთ?

- ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, იმ­დე­ნად ვართ გა­დარ­თუ­ლი რომ შო­რე­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ეგ სა­კი­თხი გვერ­დზე გვაქვს გა­და­დე­ბუ­ლი. არ ვი­ცით, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. და­ად­გი­ნოს რა მოხ­და, ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

ახლა შო­რე­ნა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მთე­ლი რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. და­კარ­გა საშ­ვი­ლოს­ნო, მაგ­რამ მა­გას ვინ და­ე­ძებს, მთა­ვა­რია გა­დარ­ჩეს. ახლა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

- რას ამ­ბო­ბენ იქა­უ­რი ექი­მე­ბი?

- დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­პი­ზონ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, მე­უღ­ლე და ძმა ახ­ლავს თან. აქე­დან რე­ა­ნი­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნეს. გზა­ში რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, ექი­მე­ბიც გაჰ­ყვნენ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით მშვი­დო­ბით ჩა­ვიდ­ნენ. იქ ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუხს არ ეუბ­ნე­ბი­ან. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტა­რეს და სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა რას უნდა ვე­ლო­დოთ. ახლა შო­რე­ნა გონ­ზე არ არის.

- ტყუ­პე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია?

- დღე­ნაკ­ლუ­ლად ით­ვლე­ბი­ან და ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბათ. ახლა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში არი­ან. შო­რე­ნაც ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში იყო გად­მოყ­ვა­ნი­ლი. ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა თურ­ქეთ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- შო­რე­ნა ქუ­თა­ი­სი­დან არის?

- მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხი, ძმა სვა­ნეთ­ში ჰყავს, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ო­დი ქუ­თა­ის­ში სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და. იან­ვარ­ში და­ო­ჯახ­და და მას შემ­დეგ ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რობ­და.

ოჯახს ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ლარი, შო­რე­ნას სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რეკ­ვი­ზი­ტე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:#GE11BG0000000014434600

თი ბი სი ბან­კი:#GE71TB7024745064300049

მიმ­ღე­ბი:გიგა ცხე­ლიშ­ვი­ლი