სიახლე სამგზავრო ტრანსპორტისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება.
"ბიზნესპრესნიუსთან" ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.
"წლებია არსებობს პრობლემა საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა მიკროავტობუსების მონაწილეობით, შედარებით ნაკლები იყო ავტობუსების მონაწილეობით.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროდირექტივები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, არის სიჩქარესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები, ერთ-ერთი არის სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის ქონა...განაგრძეთ კითხვა