"ესენი არიან ლაჩრები... გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“ - დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ შეხლა-შემოხლა იყო
ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნისკენ მიმავალი მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებს არ მისცეს.მსვლელობისას აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
მონაწილეებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა.
მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი."ესენი არიან ლაჩრები. ამ დღეში ჩააგდეს კაცები - ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში. სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები. გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- განაცხადა "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.