"მშობელია ის, ვინც გამზარდა" - ვინ არის საქართველოდან გაშვილებული გოგონა, რომელიც ისრაელში "ევროვიზიის" საგზურისთვის იბრძვის? | Allnews.Ge

"მშობელია ის, ვინც გამზარდა" - ვინ არის საქართველოდან გაშვილებული გოგონა, რომელიც ისრაელში "ევროვიზიის" საგზურისთვის იბრძვის?

10 ნო­ემ­ბერს, ის­რა­ელ­ში 2025 წელს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" კონ­კურ­სან­ტის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ახა­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო, მომ­ღერ­ლე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნი­დან და მსოფ­ლი­ო­და­ნაც კი, ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­დგნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ნოამ, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის ხმე­ბის 96% მი­ი­ღო.

"ის სიმ­ღე­რი­სას არის თავ­ხე­დი და ამა­ვე დროს ნაზი", - წერს მის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ნოას ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ ჩვი­ლო­ბა­ში­ვე გა­აშ­ვი­ლა.

noa1-56485-1731478503.jpg

რა არის ცნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­ზე?მისი სრუ­ლი სა­ხე­ლია ნოა კე­ლერ სი­ნან­ჯი. 22 წლის გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც თელ-ავი­ვი­დან არის, წე­რენ, რომ მწე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რია და მუ­შა­ობს რეპ და ჰიპ ჰოპ სტილ­ში.

გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და. ის ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის ებ­რა­ელ­მა დე­დამ იშ­ვი­ლა და მათ შო­რის ძლი­ე­რი კავ­ში­რია. ამის შე­სა­ხებ ნოა სა­კონ­კურ­სო ვი­დე­ო­ში თა­ვად ჰყვე­ბა. "მშო­ბე­ლია ის, ვინც გამ­ზარ­და და აღ­მზარ­და... ის (აღ­მზრდელ დე­დას გუ­ლის­ხმობს - ავტ.) ჩემს გულ­შია, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია ამ სამ­ყა­რო­ში. უკი­დე­გა­ნოდ მად­ლი­ე­რი ვარ, ვა­ფა­სებ უზო­მოდ, რად­გან ასე­თი დედა რომ შემ­ხვდა, ღვთის სას­წა­უ­ლია", - ამ­ბობს ნოა ვი­დე­ო­ში. იხილეთ სრულად