ვინ არიან ყველაზე პოპულარული ქართველი "ინფლუენსერები" ? - ვინ არის სიის პირველი ნომერი და რა "კონტენტს" გვთავაზობს თითოეული?
საქართველოში 1,888 "ინფლუენსერია", რომელთაც 500,000-მდე გამომწერი ჰყავთ და მათი აუდიტორიის უმრავლესობა ქართველები არიან. ქვემოთ ჩამოთვლილია 20 ყველაზე პოპულარული ქართველი "ინფლუენსერი" გამომწერების რაოდენობის მიხედვით. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური კონტენტი და განსაკუთრებული სტილი, რაც მათ ადგილობრივ და ზოგჯერ საერთაშორისო დონეზე ცნობილ სახეებად აქცევს.
მათ პოსტები ყოველდღიურად გამომწერები ინტერესით ადევნებენ თვალს, ხოლო მათთან თანამშრომლობა ბრენდებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს მივიდეს მომხმარებელთან.
20 ყველაზე ცნობილი ქართველი ინფლუენსერის შესახებ, უცხოური პლატფორმა Modash წერს. აღნიშნული გვერდი ბიზნესებსა და მარკეტერებს ეხმარებათ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ინფლუენსერის მონაცემების ფილტრაციაში. აღნიშნული სია 2024 წლის, ოქტომბრის მონაცემებს შეიცავს და გაგიკვირდებათ და სიაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მოხვდა
1. სოსო ნებიერიძე - მოგზაური, 287.7 ათასი გამომწერით
2. სოფია ნიჟარაძე - მომღერალი, 232.9 გამომწერით
3. თამარ ვაშალომიძე - ინფლუენსერი, ბიზნესვუმენი, 213,9 ათასი გამომწერით
4. რუსკა ქარქაშაძე - მსახიობი, 205.1 ათასი გამომწერით
5. ბაბი კირკიტაძე - მომღერალი, 130 ათასი გამომწერით
6. ლიკა პაპავა - კონტენტ-კრეატორი, ინფლუენსერი, ტიკ-ტოკერი, 124.6 ათასი გამომწერით
7. ნინა წკრიალაშვილი - მომღერალი, 102.8 ათასი გამომწერით
8. ꜱᴏᴄɪᴀʟ ɢʀᴏᴡ ⓐⓖⓔⓝⓒⓨ - პლათფორმა, რომელიც ეხმარება სხვადასხვა გვერდებს გამომწერების გაზრდაში, 87.8 ათასი გამომწერით
9. ლიზა ჩიჩუა - ინფლუენსერი, 82.1 ათასი გამომწერით
10. ნანა აროშიძე - საოჯახო ფერმის მფლობელი, მაღალმთიან აჭარაში, 74.9 ათასი გამომწერით. იხილეთ სრულად