მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს დაკავებულების უახლოეს მომავალში გათავისუფლების გარანტია მისცეს | Allnews.Ge

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს დაკავებულების უახლოეს მომავალში გათავისუფლების გარანტია მისცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოდორის ხიდზე გადაადგილება განბლოკილია, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გარანტია მისცეს, რომ დაკავებულები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA-ს ცნობით, ამასთან დაკავშირებით გადაწყდა დაბლოკილი სამი ხიდიდან ერთის განბლოკვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”