"სულ მეკითხებიან რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ" - რა განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე | Allnews.Ge

"სულ მეკითხებიან რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ" - რა განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა მი­მარ­თეს.

ნიკა მე­ლია:

"ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აღარ ვართ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არ და­ე­ცე­მა", - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და. მე­ლი­ას თქმით, ყვე­ლა ქუ­ჩა­ში უნდა იდ­გეს იქამ­დე, სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­ემ­ხო­ბა.

“კი­თხვე­ბის დას­მა ერ­თმა­ნე­თის­თვის, რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ ქუ­ჩა­ში, დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნი­ლია. იქამ­დე უნდა ვი­ყოთ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­ემ­ხო­ბა და არ და­მარ­ცხდე­ბა. იქამ­დე უნდა ვი­ყოთ, სა­ნამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში არ ჩა­ტარ­დე­ბა. არა იმი­ტომ, რომ აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი, კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის მო­პა­რუ­ლი, ანუ თქვენ­თვის მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თვალ­საზ­რი­სით აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, არა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სჭირ­დე­ბა.

არა ნაც­ვალ­სა­ხელ "მე“-ს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ჩვენ ვართ ყვე­ლა­ნი ერ­თნი! დას­რულ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი აღა­რას­დროს ჩა­ტარ­დე­ბა. არ­ცერ­თი თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ამ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნებ­ზე აღარ წავა! მა­შა­სა­და­მე, ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აღარ ვართ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არ და­ე­ცე­მა. ამ პარ­ლა­მენ­ტში არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი არ შევა!” - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

თინა ბო­კუ­ჩა­ვა:

"გეგ­მა არის გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. გეგ­მა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მა კარ­გად გა­მოჩ­ნდა დღეს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ივა­ნიშ­ვი­ლი იმის­თვის იხ­დი­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბო­დიშს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­ექ­რო.

"26 ოქ­ტომ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არა მხო­ლოდ მოგვპა­რა არ­ჩევ­ნე­ბის უფ­ლე­ბა, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, არა მხო­ლოდ ჩა­ა­ტა­რა რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, არა­მედ და­ი­ჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ ქურ­დო­ბას შე­ე­გუ­ე­ბა. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბი­ან ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ამას მი­ვაღ­წი­ოთ! ეს გვა­ერ­თი­ა­ნებს დღეს და ამ სი­მარ­თლით, ამ შე­უ­პოვ­რო­ბით, ამ ბრძო­ლით აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ.

ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მი­უ­ხე­და­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ე­ყო და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა, ჩვენ დღეს ვდგა­ვართ ერ­თად, მათ შო­რის, ერ­თად დგას ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია, რომ­ლებ­საც თქვენ ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეთ და რომ­ლე­ბიც აირ­ჩი­ეთ იმის­თვის, რომ მარ­თონ ეს ქვე­ყა­ნა და გა­იყ­ვა­ნონ ევ­რო­პულ სამ­შვი­დო­ბოს. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ის გა­მარ­ჯვე­ბა და­ვიბ­რუ­ნოთ, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი გვპა­რავს.

გეგ­მა არის გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. გეგ­მა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის. დღეს ვნა­ხეთ, რა გეგ­მა აქვს ივა­ნიშ­ვილს, ეს კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ცხა­დად გა­მოჩ­ნდა - მო­ღა­ლა­ტე პა­პუ­აშ­ვი­ლის მიერ ნაჩ­ვე­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კა­ზე, სა­დაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი უკვე გამ­ქრა­ლია. ამის­თვის იხ­დიდ­ნენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბო­დიშს, ამას­თან შე­გუ­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, მაგ­რამ არ დავ­თმობთ არც ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებს, არც ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას, არც ჩვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ არ და­ვიღ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე:

"გეგ­მა არის ერ­თად ყოფ­ნა, გეგ­მა არის სიმ­ტკი­ცე, გეგ­მა არის არ­და­ნე­ბე­ბა, გეგ­მა არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, მედგრად სი­ა­რუ­ლი, რომ მი­ვაღ­წი­ოთ ახალ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე,

რო­გორც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც მო­ე­დე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

"სულ მე­კი­თხე­ბი­ან რა არის გეგ­მა? - გეგ­მა ვართ ჩვენ, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ, გა­ვი­მარ­ჯვეთ გა­ყალ­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. გა­ვი­მარ­ჯვეთ თბი­ლის­ში და ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც ,მო­ე­დე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენ უნდა ვი­ა­როთ უბან-უბან, კარ­და­კარ, თავ­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ ჩვენს მე­ზობ­ლებს, მე­გობ­რებს და ვუ­თხრათ, გა­მო­დი, შე­მო­მი­ერ­თდი იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა არის გან­საც­დე­ლის ზღვარ­ზეა.

გეგ­მა არის შემ­დე­გი: გეგ­მა არის ერ­თად ყოფ­ნა, გეგ­მა არის სიმ­ტკი­ცე, გეგ­მა არის არ­და­ნე­ბე­ბა, გეგ­მა არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, მედგრად სი­ა­რუ­ლი, რომ მი­ვაღ­წი­ოთ ახალ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ამ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ, მო­პა­რულ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვალთ, არ არ­სე­ბობს ეს ვა­რი­ან­ტი. ესე­ნი ის­ხდე­ბი­ან მარ­ტო კეთ­რო­ვა­ნე­ბი­ვით აქ. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებ­თან, ეს ერთი კვი­რა არა­ვინ არ იჯდა გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი, ჩვენ ვაგ­რო­ვებ­დით ყვე­ლა იმ სამ­ხილს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ნა­თარ­გმნია და გაგ­ზავ­ნი­ლია, ნა­წი­ლი ახლა ითარ­გმნე­ბა. უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლა მო­დის, თავ­ლებს არ და­ვუ­ჯე­რეთ რე­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.