გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - რა დეტალები ხდება ცნობილი? | Allnews.Ge

გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

55 წლის ასაკ­ში, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მერი გია ხარ­ჩი­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ის დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხარ­ჩი­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ბერ­დია კა­ლან­დია ავ­რცე­ლებს და წერს:

"გია გარ­და­ეც­ვა­ლა, ხარ­ჩი­ლა­ვა წა­ლენ­ჯი­ხას. მეც გარ­და­მეც­ვა­ლა, მაგ­რამ წა­ლენ­ჯი­ხას რომ და­აკ­ლდე­ბა ისე ვე­რა­ვის და არა­ვის.ბო­ლოს წა­ლენ­ჯი­ხის მე­რად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა ამ ქა­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი იყო.

-იცი, სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და სპორტზე მო­სი­ა­რუ­ლე და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, - ამა­ყად და სი­ხა­რუ­ლით ამას რომ მე­ტყო­და, მერე უცებ ის ბავ­შვე­ბი ახ­სენ­დე­ბო­და, მე­ო­რეკ­ლა­სე­ლე­ბი, ვისი კვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც ასე უნ­დო­და და სი­ხა­რულ­საც ვერ ირ­გებ­და, ხმა უწყდე­ბო­და.ბოლო სა­უბ­რი­სას მი­თხრა, რომ აწი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის აღარ ეში­ნია. არ ვიცი რა იგუ­ლის­ხმა, ვი­ფიქ­რე მერე ვკი­თხავ­დი. ვე­ღარ ვკი­თხავ.

სულ მპირ­დე­ბო­და, რომ ერთ დღე­საც დავ­სხდე­ბით და ყვე­ლა­ფერს მან­დობს, რაც სტკი­ვა და რაც უხა­რია, რა გზა გა­ი­ა­რა და რო­გორ - ვერც ეგ მო­ვას­წა­რით.ვინ იფიქ­რებ­და, რომ მისი ის­ტო­რი­ის ნაც­ვლად, ერთ დი­ლით დავ­წერ­დი: - გია გარ­და­იც­ვა­ლა, ხარ­ჩი­ლა­ვა.დღეს ერ­თით ნაკ­ლე­ბი მე­გო­ბა­რი დამ­რჩა.წა­ლენ­ჯი­ხას გარ­და­ეც­ვა­ლა კაცი, რომ­ლის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია და თა­ნამ­დე­ბო­ბა წა­ლენ­ჯი­ხის სიყ­ვა­რუ­ლი იყო" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ბერ­დია კა­ლან­დია.

ცნო­ბის­თვის, გია ხარ­ჩი­ლა­ვა 1954 წელს და­ი­ბა­და. მან 1991 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. 2006–2010 წლებ­ში იყო წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე.

2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ხარ­ჩი­ლა­ვა ერ­თა­დერ­თია ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის, ვინც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და წა­ლენ­ჯი­ხის მერი გახ­და.