"წყალდიდობის შედეგად ქართველის რესტორანი მთლიანად დაიტბორა... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია, მიცვალებულებს ქუჩაში ვუყურებთ" - ესპანეთში მყოფი ქართველი | Allnews.Ge

"წყალდიდობის შედეგად ქართველის რესტორანი მთლიანად დაიტბორა... თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია, მიცვალებულებს ქუჩაში ვუყურებთ" - ესპანეთში მყოფი ქართველი

თა­მარ ზი­რა­ქა­ძე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც ოცი წე­ლია რაც ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად და მისი ახ­ლობ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან და ეს­პა­ნეთ­ში მომ­ხდარ სტი­ქი­ას გა­და­ურჩნენ, ამ­ბობს, რომ სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია დატ­ბო­რი­ლი სოფ­ლე­ბის გამო, სა­დაც კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვე­ტი­ლია

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნეთ­ში, მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, რო­მელ­საც რიგ ად­გი­ლებ­ში სე­ტყვა მოჰ­ყვა, წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. დან­გრე­უ­ლია სახ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ასო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­პა­ნეთ­ში, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 62-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­პა­ნე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

- ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში ვცხოვ­რობ, სტი­ქი­ის დროს, ის პე­რი­ო­დი იყო, რომ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ სახ­ლში და ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ მან­ქა­ნებ­ში ან სა­მო­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მდი­ნა­რის ადი­დე­ბამ მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხა, რის გა­მოც, ფე­ხით მო­უ­წი­ათ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, უსაფრ­თხოდ არი­ან, მაგ­რამ მათ ნა­წილს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან, რად­გან ეს მოხ­და ვა­ლენ­სი­ი­დან 15-20 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში და იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, არ არის დენი და ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან ახ­ლობ­ლებს.

- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოდ გრძნობ­დით სტი­ქი­ის დროს თავს?

- მუ­შა­ობ­და პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო, სა­ხან­ძრო­ე­ბი. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ­ტმფრე­ნით გა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ მსხვერ­პლიც არის. ვა­ლენ­სია იმ­დე­ნად მზი­ა­ნი ქა­ლა­ქია, ფაქ­ტობ­რი­ვად წვი­მა არ მო­დის ხოლ­მე. ასე­თი ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ფიქ­სირ­და. ოცი წე­ლია აქ ვცხოვ­რობ და ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც წვი­მას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი აქამ­დეც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არ მახ­სოვს.

- თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რა გან­ცდე­ბი გქონ­დათ ამ დროს?

- უფრო შიში მქონ­და, რომ ვინ­მე ჩემს ახ­ლო­ბელ­ზე და ქარ­თველ­ზე არ გა­მე­გო რამე. თუმ­ცა ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ვინი პა­რელ­ში, ქარ­თველს კა­ხას აქვს რეს­ტო­რა­ნი გახ­სნი­ლი. კახა კარ­გად არის, მაგ­რამ მისი რეს­ტო­რა­ნი მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლი გვა­წუ­ხებს, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა, ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. თავი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილმში მე­გო­ნა, რაც კი­ნო­ში მი­ნა­ხავს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი უმო­წყა­ლოდ არი­ან ქუ­ჩა­ში, ზუს­ტად იგი­ვე ხდე­ბა, მსგავ­სი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. იხილეთ სრულად