"ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?!" - კახა კალაძე ოპოზიციას | Allnews.Ge

"ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?!" - კახა კალაძე ოპოზიციას

რო­გორ უნდა გან­დოთ თქვენ ხალ­ხმა ქვე­ყა­ნა, ზამ­თარ­ში შე­იძ­ლე­ბა კაც­მა თოვ­ლის გუნ­და არ გან­დოთ, რა ქვეყ­ნის მარ­თვა­ზეა სა­უ­ბა­რი?! - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ მარ­ცხი სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლა.

„თქვენ ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლეთ არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხი, წა­გე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის გარ­და. არა­ვინ გა­მო­სუ­ლა და არ გით­ქვამთ, რომ თქვენ პრობ­ლე­მე­ბი გქონ­დათ და ამის გამო გა­ნი­ცა­დეთ მარ­ცხი. ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლეთ... ამომ­რჩე­ველს აგი­ნებთ... თქვენს სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს აყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას. GEN –Z-იმ წაგ­ვა­გე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბიო და ახალ­გაზ­რდებს აგი­ნებ­დით. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და იმი­ტომ ხართ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­დაც დღეს იმ­ყო­ფე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­რო­ტე­ბა, სი­ყალ­ბე, სი­ბინ­ძუ­რე, რა­საც თქვენ კად­რუ­ლობთ, ყო­ველ­თვის გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა მარ­ცხის­თვის და მას არა­ნა­ი­რი მო­მა­ვა­ლი არ აქვს. ჩვე­ნი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე, თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი ხალ­ხი არ და­უშ­ვებს იმას, რომ ქვეყ­ნის მარ­თვა მი­ან­დოს ყვე­ლა­ნა­ირ სი­ბინ­ძუ­რე­ზე წამ­სვლელ ადა­მი­ა­ნებს.

რა ქვეყ­ნის მარ­თვა­ზეა... რო­გორ უნდა გან­დოთ თქვენ ხალ­ხმა ქვე­ყა­ნა, ზამ­თარ­ში შე­იძ­ლე­ბა კაც­მა თოვ­ლის გუნ­და არ გან­დოთ, რა ქვეყ­ნის მარ­თვა­ზეა სა­უ­ბა­რი?!

ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმ ბო­რო­ტე­ბით და იმ სი­ბინ­ძუ­რით, რა­საც თქვენ კად­რუ­ლობ­დით მთე­ლი ამ კამ­პა­ნი­ის და თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც და ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დრო­საც“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.