იცით, რატომ არის კარგი დილას კარაქიანი პურის მირთმევა და არა კარტოფილის, არაჟნის ან რძის? | Allnews.Ge

იცით, რატომ არის კარგი დილას კარაქიანი პურის მირთმევა და არა კარტოფილის, არაჟნის ან რძის?

ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა პროდუქტები არ უნდა მივიღოთ საღამოს, თუ გვსურს, დილით შეშუპებამ და დისკომფორტმა არ შეგვაწუხოს:

- საღამოს ნუ შეჭამთ იმ საკვებს, რომელიც დილით ცუდად გაგაღვიძებთ. ასეთია, მაგალითად, კარტოფილი, კომბოსტო, ღორის ხორცი. შეიძლება, სასმელი დალიოთ და დილით ნაბახუსევმა არ შეგაწუხოთ, მაგრამ, სასმელს თუ მიაყოლეთ ეს პროდუქტები, შედეგი შეიცვლება.

კარტოფილი, ღორის ხორცი, ხაჭო, არაჟანი, რძე, რომელიც ძალიან ბევრს კარგი ჰგონია, არც საღამოს საათებში და არც დილის საათებში არ უნდა მივიღოთ. ვერ მოვინელებთ. ხაჭო, არაჟანი, რძე ყველა ადამიანს დისკომფორტს აძლევს, მაგრამ შეიძლება, ვერ მიხვდეს. კარაქი, რომელშიც ერბოს მჟავაა, აუცილებელია. კარაქიანი პური შეგვიძლია, მივირთვათ. ის ჩვენი ტვინისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის მნიშვნელოვანია. 200 გრამი კარაქი, 1 ქილა არაჟანი და 2 სარდელი კალორაჟით ერთმანეთს უდრის. 200 გრამ კარაქს ერთ ჭამაზე ვერ შევჭამთ. იხილეთ სრულად