"თუ გინდათ სიმართლე გლობალურ ომის პარტიასა და მეორე ფრონტის შესახებ..." - რას წერს გია ხუხაშვილი | Allnews.Ge

"თუ გინდათ სიმართლე გლობალურ ომის პარტიასა და მეორე ფრონტის შესახებ..." - რას წერს გია ხუხაშვილი

"სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­ო­რე ფრონ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იხ­სნა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან. ოღონდ ის გახ­სნა არა და­სავ­ლეთ­მა, რო­გორც ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვიმ­ტკი­ცებს, არა­მედ რუ­სეთ­მა", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ მე­ხუ­თე კო­ლო­ნა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც რუ­სე­თი ამ ომს სა­ქარ­თვე­ლო­ში აწარ­მო­ებს, უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, "ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით".

"თუ გინ­დათ სი­მარ­თლე გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ა­სა და მე­ო­რე ფრონ­ტის შე­სა­ხებ, მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ ჩემს მო­საზ­რე­ბას:სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­ო­რე ფრონ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იხ­სნა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან. ოღონდ ის გახ­სნა არა და­სავ­ლეთ­მა, რო­გორც ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვიმ­ტკი­ცებს, არა­მედ რუ­სეთ­მა.ეს ომი დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს არა ტან­კე­ბით და თვითმფრი­ნა­ვე­ბით, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, მიგ­რა­ცი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ექ­სპან­სი­ის სა­ხით, ანუ ე.წ. რბი­ლი ძა­ლით.

სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ მე­ხუ­თე კო­ლო­ნა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც რუ­სე­თი ამ ომს აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით.

გარ­და ამი­სა, სამ­წუ­ხა­როდ “ჰომო-სო­ვე­ტი­კუს” ბა­ცი­ლა ჩემი თა­ო­ბის თა­ვებ­ში, რო­გორც ჩანს კი არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა სა­ბო­ლო­ოდ, მხო­ლოდ მი­ძი­ნე­ბუ­ლი იყო…ახლა გა­იღ­ვი­ძა და ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი იპო­ვა.

ქურდმა და­ნა­შა­უ­ლი რომ და­ფა­როს, ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ყვი­რის - ქურ­დი და­ი­ჭი­რე­თო და ხელს სხვის­კენ იშ­ვერს. ეს არის ის, რა­საც დღეს ქარ­თუ­ლი მე­ხუ­თე კო­ლო­ნა აკე­თებს.

ასე რომ, მე­ო­რე ფრონ­ტი დიდი ხა­ნია გახ­სნი­ლია და სა­ო­კუ­პა­ციო ომს აწარ­მო­ებს კრემლში მჯდო­მი გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია, თბი­ლის­ში მო­თა­რე­შე რე­ნე­გა­ტე­ბის ხე­ლით", - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.