5300-დოლარიანი კაბა და 2100 დოლარიანი ჩანთა - რა ღირს Versace-ს სამოსი, რომელიც ელენე ეპიტაშვილმა Ballon d'Or-ის წითელ ხალიჩაზე მოირგო
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Ballon d'Or-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
დაჯილდოება საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გაიმართა. "მამარდა" წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად მივიდა, რომელიც ორსულადაა.
მან ცერემონიისთვის Versace-ს შავი, სადა კაბა შეარჩია, რომელიც ბრენდის ოფიციალურ საიტზე 5300 დოლარი ღირს.
ელენემ კაბას ასევე Versace-ს ჩანთა შეუსაბამა, რომლის ღირებულებაც 2158 დოლარია.